Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ორაგული ფენოვან ცომში / oraguli fenovan comshi
2013-01-23, 4:24 PM
www.auf.ge -


შემადგენლობა:
450 გ ფენოვანი ცომი,
1 კვერცხის გული + 1 ს.კ. რძე,
0,5 ლიმონი,
800 გ ორაგულის ფილე,
2 ს.კ. ფქვილი,
200 გ სქელი ნაღები,
2 ს.კ. კარაქი,
1 ს.კ. ბოსტნეულის ბულიონი,
300 მლ წყალი,
1 კონა კამა,
მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი:
თევზის ფილე გავასუფთავოთ, გავრეცხოთ და შევამშრალოთ. მოვასხათ ლიმონის წვენი. ფენოვანი ცომი მართკუთხედად გავაბრტყელოთ ისე, რომ მასში შეიძლებოდეს თევზის გახვევა. ცომზე მოვათავსოთ თევზის ნაჭერი, გადავახვიოთ და კარგად შევკრათ. ზემოდან წავუსვათ გათქვეფილ კვერცხში არეული რძე. ღვეზელი გამოვაცხოთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25-30 წუთის განმავლობაში. მოვამზადოთ სოუსი: ტაფაზე გავაცხელოთ კარაქი, დავუმატოთ 2 ს.კ ფქვილი და 1 წუთი ვშუშოთ, სანამ არ გაოქროსფრდება. დავასხათ 300 მლ წყალი, ნაღები და ბოსტნეულის ბულიონი და 5 წუთი ვადუღოთ. წვრილად დავჭრათ კამა და შევურიოთ სოუსს. გამომცხვარი ღვეზელი დავჭრათ და მოვასხათ სოუსი.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ლიმონი, ფენოვანი ცომი, კვერცხი, ორაგულის ფილე, ორაგული, კამა, კარაქი, ბოსტნეულის ბულიონი, ფქვილი, წყალი ნანახია: 1806 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]