Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

მთვრალი შავი ქლიავის ნამცხვარი / mtvrali shavi qliavis namckhvari
2016-09-06, 7:01 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
250 გრ შავი ქლიავი, უკურკო
200 მლ შავი ჩაი
1 ლიმონის ცედრა
60 მლ არმანიაკი
100 გრ კარაქი, გამდნარი
130 გრ დაფქული ნუში
3 ს/კ ფქვილი
125 გრ შაქრის პუდრი
2 კვერცხის ცილა
250 გრ ათქვეფილი ნაღები მოსართავად

მომზადების წესი:
ქვაბში შეურიეთ შავი ქლიავი, ჩაი, ლიმონის ცედრა და ნელა აადუღეთ. გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ 15 წთ. გადაწურეთ.
შავ ქლიავს დაასხით არმანიაკი და დატოვეთ 2 სთ, რომ გაიჟღინთოს.
გააცხელეთ ელექტროღუმელი 190 გრადუსზე, 25 სმ დიამეტრის საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი.
საშუალო ზომის ჯამში ჩაასხით გამდნარი კარაქი, დაუმატეთ ნუში, ფქვილი და შაქრის პუდრი.
გაჟღენთილი შავი ქლიავის ჭურჭლიდან შეურიეთ 2 ს/კ არმანიაკი, ნუშის ექსტრაქტი და კარგად მოურიეთ (არმანიაკი გადაინახეთ ცოტა ხნით).
ცალკე ათქვიფეთ კვერცხის ცილა და ამოიყვანეთ ბეზე.
კოვზით ნელნელა შეურიეთ კარაქისა და ნუშის ნაზავი.
კოვზით დაადეთ თეფშზე და ზედაპირი მოასწორეთ. შავი ქლიავი თავზე მოალაგეთ წრიულად, ოდნავ დაპრესეთ, რომ ნაწილობრივ ცომში ჩავიდეს.
აცხვეთ 15 წთ. დაუწიეთ ტემპერატურას 170 გრადუსამდე და განაგრძეთ ცხობა 10-15 წუთის განმავლობაში.
მორთეთ ათქვეფილი ნაღებით.

გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: შავი ჩაი, ლიმონი, კვერცხი, shavi qliavi, შავი ქლიავი, kverckhi, shavi chai, kulinaria mzareuli receptebi, limoni, კულინარია მზარეული რეცეპტები ნანახია: 1838 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]