Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ფორთოხლის სუფლე / fortokhlis sufle
2016-09-08, 0:08 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ფორთოხალი - 5 ცალი
ფქვილი - 40 გრ
კარაქი - 40 გრ
შაქარი - 50 გრ
კვერცხის ცილა - 3 ცალი
შაქრის პუდრა - 50 გრ

მომზადების წესი:
გარეცხეთ ფორთოხლები. ერთს მოაცილეთ ცედრა და წვრილ სახეხზე გახეხეთ. დანარჩენებს გადააჭერით თავები და ამოაცალეთ შიგთავსი. თქვენ მიიღებთ ფორთოხლის ფორმებს.
ფორთოხლის რბილობიდან გამოწურეთ წვენი.
ქვაბში ჩააგდეთ კარაქი და როდესაც გადნება, დააყარეთ ფქვილი. გადმოდგით ცეცხლიდან, დაუმატეთ შაქარი, ცედრა და ფორთოხლის წვენი.
ხარშეთ და თან ურიეთ. როდესაც მასა გასქელებას დაიწყებს, გამორთეთ და გააციეთ.
ფორთოხლის ქერქები შეახვიეთ ვერცხლის ქაღალდში. ცილები კარგად ათქვიფეთ, სანამ სქელ ქაფს არ მიიღებთ. შეურიეთ ის ფორთოხლის მასას.
გაავსეთ ფორმები სუფლეთი და ორთქლზე შემოდგით, 20-25 წთ. როდესაც მზად იქნება, მოაყარეთ შაქრის პუდრა.
გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: fortoxlis sufle, კვერცხი, fortokhlis sufle, fortoxali, ფორთოხლის სუფლე, kverckhi, კულინარია მზარეული რეცეპტები, kulinaria mzareuli receptebi, fortokhali, ფორთოხალი ნანახია: 1513 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]