Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ქათამი სანგრიის სოუსით და მანგოს სალსათი / qatami sangriis sousit da mangos salsati
2019-07-20, 12:34 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
2 ქათმის მკერდი
1 კბილი ნიორი
1/4 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
1 სუფრის კოვზი დიჟონის მდოგვი
2 ლიმონი
3 ჭიქა თეთრი ღვინო
500 მლ. ნაღები
100 გრ. კარაქი
1 ფორთოხალი
1 ლაიმი
1 მანგო
1 წითელი ხახვი

მომზადების წესი:
ჯამში ვურევთ დიჟონის მდოგვს, ზეთს, ლიმონს და 1 ჭიქა ღვინოს. ქათამს ვუსმევთ კარაქს, ვასხავთ მიღებულ სითხეს, ვახვევთ საცხობ ქაღადში და ვხურავთ. ვაცხობთ ღუმელში 180 გრადუსზე 20-25წუთის განმავლობაში.

სანგრიის სოუსიის მოსამზადებლად, ქვაბში ვასხავთ 2 ჭიქა თეთრ ღვინოს, ფორთოხლის, ლიმონის, ლაიმის წვენებს და ვამატებთ ფორთოხლის ცედრას. ვადუღებთ განახევრებამდე. ვამატებთ ნაღებს და ისევ ვადუღებთ განახევრებამდე. დაბალ ცეცხლზე შევურიოთ კარაქი. (აუცილებელია სოუსი იყოს თბილი სერვირების დროს)

ვჭრით კუბებად მანგოს, წითელ ხახვს და წითელ ტკბილ წიწაკას. ვწურავთ ლაიმს და ვხეხავთ კანს ცედრისთვის. ვკეპავთ პიტნას და ვურევთ ერთმანეთში. (სალსას გაკეთებიდან მაქსიმუმ 4 საათი შეგვიძლია გამოყენება)

გემრიელად მიირთვით.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: ქათმის ხორცი, ქათამი, კულინარია, Salsa, მზარეული, fortoxali, მანგო, qatmis file, sangria, orange, ქათმის ფილე, სალსა, cookery, qatmis khorci, რეცეპტები, რეცეპტი, qatmis xorci, Cook, ფორთოხალი, სანგრია, Mango, ლაიმი, fortokhali, qatami, laimi ნანახია: 1392 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]