შემადგენლობა: 1,5 კგ. ქათამი, 2 ც. ლიმონი, 1 ს/კ რომი, 1 თავი ხახვი, 2 სმ. სიგრძის ახალი ჯანჯაფილი (კოჭა), 1 კონა ტარხუნა, 500 გრ. ყურძენი, 2 ს/კ კარაქი, 1 ს/კ შაქარი, მარილი, წიწაკა გემოვნებით.
მომზადების წესი: ქათამი გარეცხეთ გულდაგულ, შეაშრეთ და დაჭერით 8-10 ნაწილად. სახეხის საშუალებით ლიმონს მოაშორეთ კანი და თვით ლიმონი გამოწურეთ, წვენს შეურიეთ რომი, მარილი და წიწაკა გემოვნებით. ქათმის ნაჭრებს დაასხით მიღებული სითხე და გააჩერეთ 2 საათი.
ხახვი დაჭერით. ჯანჯაფილის ძირი გაასუფთავეთ და გახეხეთ სქლად. ყურძენი გარეცხეთ და დამარცვლეთ. ყოველი მარცვალი გაჭერით შუაში, ამოაცალეთ წუმწები. ტარხუნა გარეცხეთ, შეაშრეთ ქაღალდის ხელსახოცით და მსხვილად დაჭერით. რამდენიმე ღერი დატოვეთ მოსართავად.
ამოიღეთ ქათმის ნაჭრები სითხიდან, სითხე შეინახეთ. გააცხელეთ ტაფაზე კარაქი და დაბრაწეთ ქათამი (4 წთ.) ყველა მხრიდან. გადადეთ ქათმის ნაჭრები ქვაბში. ტაფაზე, რომელზეც იწვებოდა ქათამი დადეთ ხახვი, ჯანჯაფილი, ლიმონის კანი და შაქარი, მოთუშეთ 7 წუთის განმავლობაში, თან მუდმივად ურიეთ. დაუმატეთ ყურძენი, ჩაასხით სითხე, რომელშიც ჩადებული იყო ქათამი და გააჩერეთ ცეცხლზე კიდევ 3 წუთი.
ქვაბში, რომელშიც ქათამი დევს, ჩაამატეთ სოუსი და ტარხუნა, ამოურიეთ. დადგით დაბალ ცეცხლზე და თუშეთ 30 წუთის განმავლობაში თავდახურულად. მზაობამდე 5 წუთით ადრე შეკმაზეთ გემოვნებით. სუფრაზე გაიტანეთ ბრინჯთან ან მოთუშულ ბოსტნეულთან ერთად. მორთეთ ტარხუნით.