Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ქათამი მწვანე ლობიოთი / qatami mtsvane lobioti

შემადგენლობა:
1 ქათამი
ხახვი – 3-4 თავი
ლობიო (მწვანე) – 700-800 გრამი
პამიდორი – 500 გრამი
მწვანილი – 4-4 ძირი
მარილი, წიწაკა – გემოვნებით

მომზადების წესი:
საშუალო სიდიდის მსუქანი ქათამი ნაჭრებად დავჭრათ, გავრეცხოთ, ჩავყაროთ ქვაბში, დავდგათ ცეცხლზე და მოვშუშოთ. თხუთმეტი წუთის შემდეგ დავუმატოთ ძალიან წვრილად დაკეპილი ხახვი და ერთად მოვშუშოთ. ჩავყაროთ ჩვეულებრივი წესით დამტვრეული მწვანე ლობიო. დავასხათ იმდენი მდუღარე წყალი, რომ შიგთავსი სანახევროდ დაიფაროს: დავახუროთ ქვაბს სახურავი და ვხარშოთ, სანამ ლობიო და ხორცი მზად არ იქნება.

ცალკე ქვაბში მოვათავსოთ გაფცქვნილი და გახეხილი პამიდორი, დავდგათ ცეცხლზე და ვხარშოთ, სანამ არ შესქელდება, მერე დავასხათ ქათამს. დავუმატოთ დაჭრილი ქინძი, ოხრახუში, რეჰანი, მარილი, წიწაკა.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



2013-03-02, 2:12 PM
კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, qatami, ქათამი, qatmis kerdzi, qatmis xorci, qatmis kerdzebi, ქათმის კერძი, ქათმის ხორცი, ქათმის კერძები, qatmis khorci
ნანახია: 1773 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]