შემადგენლობა: ქათამი - 1 ცალი ხახვი-4ავი კვერცხი-5-6 ცალი ქინძი-3 ძირი პურის ფქვილი-2სუფრის კოვზ ძმარი,მარილი-გემოვნებით.
მომზადების წესი: გასუფთავებული, გარეცხილი ქათამი ქვაბში მოვათავსოთ, დავასხათ წყალი და მოვხარშოთ. მოხარშული ქათამი ბულიონიდან ამოვიღოთ და მოვაყაროთ მარილი. ხახვი წვრილად დავჭრათ, ან გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში და მოვშუშოთ ხორცის სიმსუქნეში ან ერბოში. დავამატოთ პურის ფქვილი და 3-4 წუთი ვშუშოთ. შემდეგ დავასხათ ქათმის ბულიონი წამოვადუღოთ და ხშირ-ხშირად ვურიოთ. ცალკე ჭურჭელში გავთქვიფოთ იმდენი კვერცხი რამდენ კაცზეც არის გათვალისწინებული ბულიონი და ნელა ჩავუშვათ წვენში, თან გამუდმებით ვურიოთ როგორც შევამჩნევთ რომ ადუღებას აპირებს, ჩავამატოთ ძმარი, წვრილად დაჭრილი ქინძი და მარილი. სუფრაზე მიტანისას თეფშზე დავაწყოთ დაჭრილი ხორცი და დავასხათ ჩიხირთმა.