Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ქართული სამზარეულო - ჩიხითმა / qartuli samzareulo - chikhitma, chixitma
2014-04-16, 5:38 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ქათამი - 1 ცალი;
ხახვი - 300 გრ;
კვერცხი - 3 ცალი;
მარილი - 1 სადილის კოვზი;
დაფნის ფოთოლი - 2 ცალი;
წითელი წიწაკა - 1 თავი;
პურის ფქვილი - 4-5 სადილის კოვზი;
მწვანილი - ქინძი 1 კონა, კამა - თეფშზე მოსაყრელად;
ძმარი - 2 სადილის კოვზი;
ბრინჯი - 70-100 გრ.
(მასალა გათვლილია 3 ლიტ სითხეზე)
1 ცალი ქვაბი - 5 ლიტრიანი, 1 ცალი ტაფა.

მომზადების წესი:
გარეცხეთ ქათამი, სასურველია ცხიმიანი დედალი და ჩადევით ქვაბში;
2. ქვაბშივე ჩაუშვით წიწაკა, დაფნის ფოთოლი, მარილი, მწვანილი კონით;
3. დაასხით წყალი, რომ დაფაროს ქათამი და ხარშეთ ქათმის სრულ მოხარშვამდე;
4. დაჭერით ხახვი წვრილად ან დაკეპეთ ბლენდერით, ჩაუშვით ტაფაზე და დაასხით ქათმის ნახარშის ცხიმი, ისე რომ ხახვი დაიფაროს. ხახვი თუშეთ, მანამ, სანამ კარგად არ ჩაიხარშება. დაამატეთ ფქვილი და მუდმივად ურიეთ, სანამ ფქვილი ბოლომდე არ გაიხსნება;
5. ქათამი ამოიღეთ თეფშზე და მოაყარეთ მარილი;
6. ბულიონიდან ამოიღეთ დაფნის ფოთოლი, წიწაკა და მწვანილი. ჩაუშვით ხახვი და ბრინჯი (ეს სურვილისამებრ);
7. კვერცხები დატეხეთ და ჩაასხით ღრმა თეფშზე, დაამატეთ ძმარი და ათქვიფეთ. საბოლოოდ გახსნის შემდეგ ჩაუშვით ბულიონში წვრილ ნაკადად, თან მუდმივად ურიეთ ბულიონს, რომ კვერცხი კარგად გაიხსნეს და ნაფლეთებად არ დარჩეს წვნიანში;
8. მიიყვანეთ ადუღებამდე. გასინჯეთ ბულიონი და თუ საჭიროა დაამატეთ მარილი, წიწაკა, ძმარი.

დამატებითი ინფორმაცია:
ქათმის ხარისხზეა დამოკიდებული ჩიხირთმის გემო. „სოფლის" ქათამი საუკეთესოა;
2. ბრინჯი ცოტა გამოიყენეთ, რადგან ეს უკანასკნელი წვნიანში ძალიან ბევრდება და სითხეს ისრუტავს;
3. კვერცხი რომ კარგად აითქვიფოს და არ შეიკრას ბულიონში, ამიტომ სასურველია ძმარი წინასწარ, ცხელ ბულიონში ჩაშვებამდე შეურიოთ კვერცხს;
4. სუფრაზე მიტანის წინ შეგიძლიათ მოამზადოთ გახუხული პური, რომელსაც ნივრიან-ქინძიანი კარქი ექნება წასმული (სურათზე). კარაქი დაარბილეთ და აურიეთ დანაყილი ნიორი, მარილი და ქინძი. შეახვიეთ ცელოფანში და მიეცით რაიმე ფორმა, კალბასის მაგალითად, შეინახეთ საყინულეში და საჭროებისამებრ გამოიყენეთ. უხდება როგორც გახუხულ პურს (პურის ნაჭრებს გადაუსმევთ კარაქს და შედგამთ მიკროტალღურში 30-40 წამით, ან აირღუმელში). ასევე კარგია ეს კარაქი - შემწვარ ხორცზე ან მაკარონზე (შესაბამის რეცეპტებში შემოგთავაზებთ).


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: kulinaria, chixirtma, qartuli samzareulo, chikhirtma, chikhitma, chixitma, ქართული სამზარეულო, ჩიხითმა ნანახია: 6376 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]