Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

საცივი / satsivi / sacivi - ქართული ტრადიციული საახალწლო კერძი
2014-03-08, 11:43 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
1.5 კილოგრამი მთლიანი ქათამი ან ინდაური
700 გრამი ნიგოზი
5 თავი საშუალო ზომის ხახვი
1 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი
1 ჩაის კოვზი უცხო სუნელი
1 სავსე ჩაის კოვზი ყვითელი ყვავილი
1/2 ჩაის კოვზი დარიჩინი
5 ცალი მიხაკი
4 კბილი ნიორი
1 სავსე ჩაის კოვზი წითელი წიწაკა
მარილი გემოვნებისამებრ
2 სუფრის კოვზი თეთრი ღვინის ძმარი

მომზადების წესი:
1. ჩაასხით ქვაბში 2 ლიტრი წყალი და მოათავსეთ ქათამი. დადგით საშუალო ცეცხლზე, სანამ ნახევრად არ მოიხარშება. შემდეგ ამოიღეთ მოწალული ქათამი ქვაბიდან და მოათავსეთ საცხობ ლანგარზე. კოვზით მოასხით ცხიმი, რომელიც ნახარშის ზედაპირზე დაგროვდა, და აცხვეთ 180C გრადუსზე, სანამ კარგად არ შეიბრაწება. მომზადებული ქათამი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად. ნუ გადააქცევთ ნახარშს.

2. თხლად დაჭერით ხახვი და 6-7 წუთის განმავლობაში შებრაწეთ ცოტაოდენ ცხიმში, რომელიც ნახარშის ზედაპირზე დაგროვდა. შემდეგ მოათავსეთ ჯამში და დაამუშავეთ ხელის ბლენდერით, ერთგვაროვანი მასის მისაღებად. ჩაასხით მიღებული სოუსი ქვაბში, რომელშიც ქათამი იხარშებოდა.

3. ნიგოზი რამოდენიმეჯერ გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და თუ ხელით ცოტა ზეთსაც გამოწურავთ, გადაინახეთ ის საცივის მომზადების ბოლო ეტაპისთვის. დიდ თასში ჩაუმატეთ გატარებულ ნიგოზს ქინძი, უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი, დარიჩინი და დაფქული მიხაკი. შეურიეთ ხელით და თუ ცოტა ზეთსაც გამოწურავთ, გადაინახეთ ის საცივის მომზადების ბოლო ეტაპისთვის.

4. დანაყეთ ნიორი მარილთან და წიწაკასთან ერთად. შემდეგ ჩაუმატეთ ნიგვზიან მასას, ჩაასხით 2 სუფრის კოვზი თეთრი ღვინის ძმარიც და კარგად შეურიეთ. ნელ-ნელა ჩაასხით ხახვიანი ქათმის ნახარშიც და თან გამუდმებით ურიეთ. როცა კარგად შეურევთ, გადაწურეთ მიღებული მასა საცერში, ჩაასხით ისევ ქვაბში, ჩაუმატეთ დაჭრილი ქათმის ხორცი და მიიყვანეთ დუღილამდე.

5. და ბოლოს, გადმოდგით ცეცხლიდან და კარგად გააცივეთ. მოასხით ზეთი, თუკი გამოწურეთ და გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: satscivi, საცივი, qartuli samzareulo, ტრადიციული კერძი, sacivi, satsivi, სადღესასწაულო კერძი, ქართული სამზარეულო, sadgesaswaulo samzareulo ნანახია: 1843 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]