Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ჩაქაფული / Chaqafuli
2013-01-14, 4:30 PM
www.auf.ge -


ჩაქაფული ქართული ტრადიციული კერძია რომელიც ძირითადად მზადდება გაზაფხულზე, როდესაც ახალი ტყემალი შემოდის და მწვანილის დიდი არჩევანია..ჩაქაფულში არის მწვანილის მრავაფეროვანი სახეობა. ერთერთი მთავარი ტარხუნაა, რომელიც ძალიან უხდება ბატკნის ხორცს. კლასიკური ჩაქაფული კეთდება ბატკნის ხორცისგან.ასევე შეიძლება გავაკეთოთ ხბოს ხორცისგანაც.

მომზადების წესი:
მწვანილი კარგად გავრეცხოთ,
გადავარჩიოთ და დავჭრათ. ოხრახუში, კინძი და მწვანე ხახვი წვრილად დავჭრათ.
თავი ხახვი დავჭრათ მრგვალად.
ტარხუნას მოვაცალოთ ღეროები, დავტოვოთ მხოლოდ ფოთლები.
ჩაქაფულისთვის საჭიროა ბატკნის უკანა ნაწილის ნაჭერი. ხორცი გავრეცხოთ და დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად.
ხორცს მოვაცალოთ ქონი, დავჭრათ წვრილ ნაჭრებად და ჩავყაროთ ქვაბში. შევბრაწოთ სანამ ქონი არ გადნება. შებრაწული ქონის ნაჭრები ამოვიღოთ და გამდნარ ქონში ჩავყაროთ ხორცი. 15 წუთის შემდეგ ჩავყაროთ დაჭრილი 1 თავი ხახვი. ჩავშუშოთ სანამ სითხე არ აორთქლდება.
როგორც კი სითხე აორთქლდება, ქვაბში ჩავასხათ ღვინო და გავაგრძელოთ ხარშვა. თანდათან დავამატოთ მწვანილი, ჩავყაროთ ტყემალი და გავაგრძელოთ ხარშვა დაბალ ცეცხლზე.
ვხარშოთ 15-20 წუთის განმავლობაში, სანამ მწვანილი არ დარბილდება და გამუქდება. დავაყაროთ მარილი და ძმარი გემოვნებით.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: batknis chaqafuli, ჩაქაფული, qartuli kerdzebi, chakafuli, chaqafulis momzadeb, chakapuli, qartuli samzareulo, ჩაქაფულის მომზადებ, chaqafuli, chaqapuli ნანახია: 7990 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 2.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]