Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ქართული ყველის სალათი / qartuli kvelis salati
2017-12-31, 3:47 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
35 გრ. საფერავში დავარგებული სულგუნი
35 გრ. საფერავში დავარგებული თხის ყველი
30 გრ. ქონდრიანი ყველი
30 გრ. კალტი
25 გრ. თეთრი ყურძენი
25 გრ. წითელი ყურძენი
10 გრ. ნუში
10 გრ. ნიგოზი
5 გრ. შაქარი
50 გრ. თაფლი
50 გრ. მოცხარი
50 გრ. კიტრი
50 გრ. ჩერი პომიდორი
10 მლ. სოიოს სოუსი
10 მლ. ნიგვზის ზეთი
10 მლ. ზეითუნის ზეთი
10 გრ. სალათის ფოთოლი
15 გრ. მიწის თხილი

მომზადების წესი:
დავჭრათ ყველი სასურველი ზომის ნაჭრებად. წამოვადუღოთ 150 მლ. წყალი. დავუმატოთ შაქარი და თაფლი. დაველოდოთ გალღვობას და გაერთიანებას. მოვათავსოთ ტაფაზე ნიგოზი და თხილი. მოვასხათ სიროფი და გავუკეთოთ კარამელიზაცია. მოვათავსოთ პატარა ჯამში სოიოს სოუსი, ნიგვზის ზეთი და ზეითუნის ზეთი. კარგად ავთქვიფოთ.
გავთალოთ კიტრი გრძელ და თხელ ნაჭრებად. გავჭრათ შუაზე პომიდორი და ყურძენი. დავკეპოთ ნუში. დავალაგოთ კიტრის ნაჭრები წრეზე ისე, რომ მყარად იდგნენ და შეგვეძლოს ყველის მოთავსება. მოვასხათ დაჭრილ ყველს, პომიდორს, ნიგოზს და ყურძნის ნაწილს სოუსი და კარგად მოვურიოთ. მოვათავსოთ კიტრის "რგოლში". მოვაყაროთ გახეხილი კალტი.
მოვათავსოთ კიტრის ირგვლივ მოვათავსოთ დაჭრილი ყურძენი. გავაფორმოთ მოცხარით, კარამელიზირებული მიწის თხილით, ნიგვზით და სალათის ფოთლებით.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: kulinariamzareuli | ტეგები: ქართული სამზარეულო, salati, salata, qartuli samzareulo, yveli kveli, ქართული ყველი, qartuli yveli, qartuli kveli, სალათა, სალათი ნანახია: 1049 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]