Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

სალათი ცეზარი მეორენაირად / salati cezari meorenairad
2014-03-08, 10:13 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
სალათის ფურცლები 2-3 კონა
ქათმის ხორცი - მოხარშული ან შებოლილი (1 ბარკალი)
ლორი - რამოდენიმე ნაჭერი
ქამა სოკო - 7 თავი
პომიდორი - 1-2 ცალი
მაიონეზი - 1
მდოგვი - 1 ჩაის კოვზი
პილპილი, მარილი
ზეითუნის ზეთი
ნიორი 2-3 კბილი (დაჭყლეტილი)
ტოსტერის პური - ერთი შეკვრა.

მომზადების წესი:
ტოსტერის პური დავჭრათ კუბიკებად, დავასხათ ზეითუნის ზეთი, მოვაყაროთ ორეგანო, დაჭყლეტილი ნიორი და მარილი.

ავურიოთ კარგად და გადავიტანოთ თუნუქის ფურცელზე, დავბრაწოთ ღუმელში და გავაგრილოთ.

ქათამი მოვხარშოთ და დავჭრათ პატარა ნაჭრებად,

დამდუღრული სოკო დავჭრათ საშუალო ნაჭრებად.

მაიონეზი გადავიტანოთ ჭურჭელში, დავუმატოთ 1 ჩაის კოვზი მდოგვი, მარილი და პილპილი გემოვნებით, კამა, ზეითუნის ზეთი -1 ჩაის კოვზდა კარგად ავურიოთ.

პომიდორი დავჭრათ თხელ ნაჭრებად დიდ გაშლილ თეფშზე, ძირი მოვაფინოთ სოკოთი, დავანაკუწოთ სალათის ფურცლები და მოვაყაროთ.

დავადოთ სიმეტრიულად პომიდორი, ლორი და ქათმის ნაჭრები.

მოვასხათ მაიონეზი.

გავაკეთოთ რამოდენიმე ფენა და გვერდებზე შემოვუწყოთ გახუხული პური.




გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: სალათი, mzareuli, სალათა, kulinaria, სალათები, salatebi, salata, ცეზარი, cezari, salati ნანახია: 2459 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]