Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

სალათა ცეზარი მესამენაირად / salata cezari mesamenairad
2014-03-08, 10:16 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
2-3 ცალი ქათმის მკერდის მოხარშული ხორცი
2 კონა სალათის ფურცელი
3-4 ნაჭერი თეთრი პური
3-4 კბილი ნიორი
1 ცალი ლიმონი
1 ს.კ. გამშრალი ბაზილიკი
3 ცალი კვერცხი
150 გრ გახეხილი ყველი პარმეზანი
4 ს.კ. ცივი გამოხდის ზეითუნის ზეთი
2-3 ს.კ. ზეითუნის ზეთი კრუტონების მოსამზადებლად
მარილი

მომზადების წესი:
ქათმის ხორცი თხელ ნაჭრებად დავჭრათ. პური ლუკმებად დავჭრათ. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი, ზედ დავყაროთ ბაზილიკი, დაჭყლეტილი ნიორი და მოვურიოთ. დავუმატოთ პურის ლუკმები და დავბრაწოთ. კვერცხს დავასხათ მდუღარე წყალი და 1 წუთის შემდეგ ამოვიღოთ.

ზეთთან ერთად მოვათავსოთ ბლენდერში და ცოტა მარილის დამატებით ავთქვიფოთ. სალათის ფოთლები ხელით დავაქუცმაცოთ. სასალათეს ან ლანგარს წავუსვათ ლიმონის წვენი და ცოტა მარილი მოვაყაროთ. ზედ ფენა-ფენა დავაწყოთ სალათის ფოთლები, ქათმის ხორცი, გახეხილი ყველი და შებრაწული პურის კრუტონები.

აქა-იქ მოვასხათ მომზადებული სოუსი და სურვილისამებრ, მოვაწუროთ ლიმონი. ბოლოს მოვახეხოთ ყველი და მომზადებისთანავე მივიტანოთ სუფრაზე.

მასალის წყარო - კულინარიული ჟურნალი ”გემრიელი”




გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: სალათი, mzareuli, სალათა, kulinaria, სალათები, salatebi, salata, ცეზარი, cezari, salati ნანახია: 1630 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]