მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
სალათა ლობიოთი და შებოლილი ქათმით / salata lobioti da shebolili qatmit
2016-12-02, 10:53 AM |
შემადგენლობა:
გაყინული მწვანე ლობიო 200 გრ
შებოლილი ქათმის ხორცი, მკერდის მოზრდილი ნაჭერი
ყველი 100 გ
სიმინდის კონსერვი პატარა ქილა
პურის ორცხობილები
მარილი გემოვნებით
მაიონეზი 150 გრ
მომზადების წესი:
მოხარშეთ ლობიო ადუღებულ წყალში რამდენიმე წუთის განმავლობაში, შემდეგ გადაწურეთ და გადავლეთ ცივი წყალი, რათა შეინარჩუნოს მკვეთრი მწვანე ფერი.
ქათმის ხორცი დაჭერით პატარა კუბიკებად, ყველი გახეხეთ მსხვილად.
სიმინდის კონსერვს გადაუქციეთ წყალი.
ყველა ინგრედიენტი შეურიეთ ერთმანეთში, მოაყარეთ მარილი და მოასხით მაიონეზი.
პურის ორცხობილები მოაყარეთ სუფრასთან მიტანის წინ.
გემრიელად მიირთვით!
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |