Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

იმერული ყველის სახლში მომზადება / imeruli kvelis sakhlshi momzadeba
2017-12-27, 0:20 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
სოფლის რძე - 5 ლ
პეპსინი - 2 მლ
მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:
რძე ჩავასხათ ქვაბში, დავდგათ ცეცხლზე და მივიყვანოთ 37-39°C თან ვურიოთ. შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან.
ჩავასხათ პეპსინი (5 ლიტრაზე საჭიროა პეპსინის თავსახურის ნახევარი)
ავურიოთ, დავაფაროთ თავსახური და დავტოვოთ 1-2 საათით.
შედედებული რძე დავსეროთ და ოდნავ ავურიოთ. დავტოვოთ 20 წუთით.
20 წუთის შემდეგ დავდგათ დაბალ ცეცხლზე და ამოვიყვანოთ ყველი(გააკონტროლეთ რძის ტემპერატურა 45°C ზემოთ არ უნდა აიწიოს საჭიროების შემთხვევაში გადმოვდგათ ცეცხლდან).
ამოყვანილი ყველი, მოვათავსოთ საწურზე და ცოტათი ხელით დავაჭიროთ ზემოდან. ცოტა ხნის შემდეგ ამოვაბრუნოთ ყველი საწურზე.
მოვაყაროთ მარილი და დავტოვოთ გრილ ადგილას 5-6 საათი. შემდეგ ჩავდოთ ყველი მარილწყალში (წათხი).

რეცეპტის წყარო — Mzareuli.Info


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: kulinariamzareuli | ტეგები: მარილწყალი, იმერული ყველის მომზადება სახლის პირ, პეპსინი, რძე, იმერული ყველი, qartuli samzareulo, წათხი, imeruli yveli, rdze, ქართული სამზარეულო ნანახია: 1465 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 4.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]