Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ნაპოლეონი / napoleoni
2014-03-15, 7:38 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ცომი:
ნაღების კარაქი 250 გრ:
ფქვილი 3 ჭიქა;
წყალი 100 მლ;
ლიმნის წვენი 1 ჩ/კ;

კრემი:
რძე 700 მლ;
შაქარი 1/2 ჭიქა;
ნაღების კარაქი 100 გრ;
კვერცხის გული 3 ცალი;
ფქვილი 2 ს/კ;
ვანილი;

მომზადების წესი:
დარბილებული კარაქით, ფქვილით, წყლითა და ლიმნის წვენით მოვზილოთ ერთიანი კონსისტენციის ცომი, შემდეგ გავყოთ 8 ნაწილად, ჩავაწყოთ პოლიეთილენის პარკში და შევალაგოთ მაცივარში 45 წუთით.

ამის შემდეგ ცომები მორიგეობით გამოვიღოთ მაცივრიდან, ძალიან თხელ ფირფიტებად გავაბრტყელოთ და ვამოვაცხოთ 200 C -ზე გახურებულ ღუმელში. თითოეულ ნაჭერს დასჭირდება დაახლოებით 7-10 წუთი.

დაბრაწული ფირფიტები გამოვიღოთ ღუმლიდან და გავაგრილოთ.

მოვამზადოთ კრემი:
კვერცხის გულებს მოვაბნიოთ ფქვილი, შაქარი და ავთქვიფოთ, შემდეგ დავუმატოთ ცოტაოდენი რძე.

დარჩენილი რძე გავაცხელოთ ფრთხილად შევურიოთ კვერცხიანი მასა, შემოვდგათ დაბალ ცეცლხზე და ვხარშოთ და თან გამუდმებით ვრიოთ, სანამ არ შესქელდება.

შემდეგ ჩამოვდგათ ცეცხლიდან, გავაცივოთ და ცალკე გათქვეფილ ნაღების კარაქს ნელ-ნელა შევურიოთ მიქსერის გამოყენებით, დავამატოთ ვანილი.

მორთვა:
დავაფინოთ ფირფიტა, წავუსვათ კრემი, ფირფიტა, კრემი და ასე ბოლომდე… უკანასკნელ ფირფიტას გადავუსვათ კრემი და მოვაბნიოთ ან ცხობისას დარჩენილი ფირფიტის ნაფშვენები. შეგვიძლია ცომი გავყოფისას ბოლო გუნდა პატარა ზომის გავაკეთოთ, და ის ფირფიტა დავფშვნათ და მოვაყაროთ.






გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: namcxvari napoleoni, napoleoni, რძე, ნაპოლეონი, kerdzebi, cxoba, ნაღების კარაქი, kulinaria mzareuli receptebi, rdze, კვერცხის გული ნანახია: 5693 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]