Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ფუნთუშა ფსტის კრემით / funtusha fstis kremit
2018-03-18, 11:43 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
350 გრ. ფქვილი
2 ჩაის კოვზი საფუარი
50 გრ. შაქარი
1 მწიკვი მარილი
1 კვერცხი
210 მლ. რძე
80 გრ. კარაქი
შიგთავსი
1 ვანილის ჩხირი
500 გრ. რძე
6 კვერცხის გული
125 გრ. შაქარი
40 გრ. სახამებელი
25 გრ. კარაქი
25 გრ. ფსტის პასტა

მომზადების წესი:
ყველა მშრალი ინგრედიენტი გავაერთიანოთ ჯამში. გავადნოთ კარაქი, შევურიოთ კვერცხი და რძე. მიღებული მასა დავასხათ მშრალ ინგრედიენტებს და მოვზილოთ ცომი. დაველოდოთ ცომის ამოსვლას, რომელიც 2-3 ჯერ მაინც უნდა გაიზარდოს მოცულობაში.
ამასობაში მოვამზადოთ კრემი. ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის გულები შაქართან და სახამებელთან ერთად, დავასხათ წანასწარ გაცხელებული რძე. ეს ყველაფერი დავაბრუნოთ ქვაბში და მოვხარშოთ კრემი. როცა მასა გასქელდება, გადმოვდგათ ცეცხლიდან და ჩავამატოთ კარაქი და ფსტის პასტა. კარგად მოვურიოთ და გავაციოთ. მოხმარებამდე ავთქვიფოთ მიქსერით.
ამოსული ცომი გავაბრტყელოთ და ამოვჭერათ სამკუთხედი ფორმები, წავუსვათ კრემი და დავახვიოთ. მზა კრუასანები დავალაგოთ საცხობ ტაფაზე ერთმანეთისგან 5სმ დაშორებით და ვაცადოთ ოდნავ ამოსვლა, რომ უფრო ფუმფულა გამოვიდეს. ცხობის წინ ძალიან თხლად წავუსვათ კვერცხის გული და 25 წუთის განმავლობაში გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში. კრუასანები მზადაა, როდესაც მიიღებენ მოყავისფრო ოქროსფერს.
გემრიელად მიირთვით შეგრილებულ მდგომარეობაში.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ფუნთუშები, fsta fstis pasta, კრემი, rdze, kremi, ფსტის პასტა, funtusha funtushebi, რძე, ფუნთუშა, ფსტა ნანახია: 1160 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]