Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ესტონური დარიჩინიანი ფუნთუშა
2013-08-18, 10:35 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
შაქარი 70 გ
რძე 120 მლ
საფუარი 6-8 გ
კარაქი 80 გ
ფქვილი 300 გ
კვერცხის გული 1
მარილი
დარიჩინი 2 ჩ.კ

მომზადების წესი:
თბილ რძეში ან წყალში შეურიეთ საფუარი და დადგით 15 წუთი.

30 გ კარაქი გაადნეთ და შეურიეთ კვერცხის გულებს. დაამატეთ მარილი, ფქვილი, საფუვრიანი რძე და მოზილეთ ცომი.

ცომი ჩავდოთ ცხიომწასმულ თასში და ვაცალოთ ამოფუება.

ამასობაში გავაკეთოთ გულსართი: გავადნოთ დარჩენილი კარაქი, შევურიოთ 70 გ შაქარი და დარიჩინი

ცომი გავაბრტყელოთ 1 სმ-ზე, წავუსვათ გულსართის 2/3, გადავახვიოთ რულეტივით, მსუბუქად დავაბრტყელოთ, სიგრძეზე შუაზე ჩავჭრათ, მაგრამ ერთი ბოლო გაუჭრელი დავუტოვოთ. ამ ბოლოდან ორივე ნაწილი ერთმანეთზე გადავწნათ.

შევაერთოთ ბოლოები და გადავუსვათ დარჩენილი გულსართი.

გამოვაცხოთ 180-200 გრადუსზე დაახლოებით 20 წუთი





გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ფუნთუშა, bulki, darichiniani funtusha, რძე, ცომი, დარიჩინი, comi, funtusha, bulkebi, darichini ნანახია: 2861 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]