Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ნაღებში გამომცხვარი ფუნთუშები ატმის ჯემით / naghebshi gamomckhvari funtushebi atmis jemit
2017-10-02, 6:25 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
რძე - 0,5 ჭიქა
ფქვილი - 300-400 გ
შაქარი - 100 გ
კარაქი - 50 გ
მშრალი საფუარი - 7 გ (სველი საფუარი 2-ჯერ მეტი)
მწიკვი მარილი
ვანილის შაქარი
ლიქიორი ან კონიაკი - 2 ჩ/კ
კვერცხი - 1 ცალი + 1 ცალი კვერცხის გული
ნაღები - მლ
შაქრის პუდრა - 1 ს/კ + 3-4 ს/კ მოსაყრელად
კვერცხის გული - 1 ცალი + 1 ჩ/კ რძე ზემოდან წასასმელად
ატმის ან გარგრის ჯემი - თითო ფუნთუშაზე 1 ჩ.კ.

მომზადების წესი:
თბილ რძეში გავხსნათ საფუარი, გავაჩეროთ 10 წუთი. ამასობაში გავთქვიფოთ კვერცხი, შაქარი და კარაქი. კვერცხის მასა რძის მასას დავუმატოთ, შევურიოთ კონიაკი, ვანილი და იმდენი ფქვილი, რომ მივიღოთ ნაზი ცომი (ოდნავ უნდა ეკრობოდეს ხელს). ფქვილი ნელ-ნელა ვუმატოთ, ზედმეტი რომ არ მოგვივიდეს. ცომი დავდგათ გასაფუებლად, როცა ამოვა, დავყოთ 16 პატარა გუნდად, თითოეულს გულში ჩავუდოთ 1 ჩ.კ. ატმის ან გარგარის ჯემი და კარგად შევკრათ. გავთქვიფოთ ნაღები და შაქრის პუდრი, ჩავასხათ 26 სმ-იან მაღალ ოთხკუთხა ფორმაში, შიგ ჩავალაგოთ ცომის გუნდები, გადავაფაროთ ტილო და 30 წუთი გავაჩეროთ. გავახუროთ ღუმელი 200 გრადუსამდე და გამოვაცხოთ შეწითლებამდე. შევაგრილოთ და ბლომად შაქრის პუდრი მოვაყაროთ.
გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ფუნთუშები, ფუნთუშა, puntushebi, ატმის ჯემი, atami, ატამი, funtushebi, puntusha, funtusha, atmis jemi ნანახია: 1020 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]