ატმისა და ფსტის ტარტი / atmisa da fstis tarti
| 2017-07-22, 7:28 AM |
|
შემადგენლობა:
310 გრ. ფქვილი
270 გრ. კარაქი
95 გრ. დაფქული შაქარი
150 გრ. დაფქული ნუში
170 გრ. კვერცხი
120 გრ. შაქარი
40 გრ. ფსტის პასტა
300 გრ. ატამი
მომზადების წესი:
ვამზადებთ ფხვიერ ცომს - გააერთიანეთ მშრალი ინგრედიენტები: 250 გრ. ფქვილი, 95 გრ. დაფქული შაქარი, 30 გრ. დაფქული ნუში და 3 გრ. მარილი. დაამატეთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი კარაქი, გადაურიეთ კომბაინში, ხელით ან დანით. დაამატეთ ერთი კვერცხი და მოზილეთ ცომი.
გააბრტყელეთ ორ საცბობ ქაღალდს შორის და გააცივეთ მინიმუმ 1 საათის განმავლობაში. შემდეგ კიდევ ერთხელ გააბრტყელეთ 2-3 მმ. სისქემდე, მოათავსეთ ფორმაში. გააცხელეთ ღუმელი 150 გრადუსამდე, დაიმახსოვრეთ, ტარტის ძირი არ უნდა გამოცხვეს ბოლომდე.
ყველა ინგრედიენტი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის. გადაურიეთ 120 გრამი რბილი კარაქი და 120 გრამი შაქარი, შეეცადეთ, რომ ერთიანი მასა მიიღოთ. დაამატეთ 110 გრამი კვერცხი, 120 გრამი დაფქული ნუში, 40 გრამი ფსტის პასტა, როზმარინი - სურვილისამებრ. კარგად მოურიეთ მიღებულ მასას (არ ათქვიფოთ!). ბოლოს დაამატეთ 60 გრამი გაცრილი ფქვილი.
მოათავსეთ კრემი ნახევრად გამომცხვარ ტარტის ძირზე ისე, რომ ნახევრამდე დაფაროს, გაასწორეთ ზედაპირი, დაადეთ შაქარმოყრილი, დაჭრილ ატმის ნაჭრები. გამოაცხვეთ 175 გრადუსზე 20-30 წუთის განმავლობაში.
გააფორმეთ დაფქული შაქრითა და დაჭრილი ფსტით.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: ninamzareuli
| ტეგები: fstis pasta, kulinaria, namcxvari, ნამცხვარი, namckhvari, atami, ტარტიფსტის პასტა, tarti, ატამი, ფსტის პასტა
|
ნანახია: 1083 | რამოტვირთვები: 0
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[
რეგისტრაცია |
შესვლა ]