Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

გემრიელი ნამცხვარი "პრაღა" / namckhvari "pragha"
2013-03-22, 3:52 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
შაქარი - 180 გრ.
პურის ფქვილი - 200 გრ.
არაჟანი - 200 გრ.
გამაფხვიერებელი - 1 ჩ/კ
კვერცხი - 2 ც.
მარილი - (დანის წვერით)
შედედებული რძე - 0,5 გრ.
კაკაო - 4 ჩ/კ

კრემისთვის
პურის ფქვილი - 2 ს/კ
კარაქი - 150 გრ.
შედედებული რძე - 0.5 გრ.
კვერცხი - 1 ც.
შაქრის პუდრა - 2 – 3 ს/კ

ფენების დასანამავად დაგჭირდებათ
შაქარი - 1 ს/კ
კონიაკი - 1 ს/კ
წყალი - 3 ს/კ

მინანქრისთვის
შოკოლადი - 100 გრ.
კარაქი - 25 გრ.
ნაღები - 50 მლ.

მომზადების წესი:
კვერცხი და შაქარი გავხსნათ ერთად, ავთქვიფოთ, დავამატოთ არაჟანი, მალაკო და ავურიოთ ერთმანეთს კარგად.
ფქვილი, კაკაო, გამაფხვიერებელი და მარილი შევურიოთ ერთმანეთს, გავცრათ ორჯერ და დავამატოთ მასას ნელ–ნელა და თან კარგად ვურიოთ კოვზით. მზა მასა ჩავასხათ ცხიმ მოსმულ ფორმაში. ფორმა დავატრიალოთ რამოდენიმეჯერ, რათა მასა გვერდეებზე გავიდეს და გამოცხობის დროს შუა გული ზემოთ არ ამოიბურცოს.



გამოვაცხვოთ მასა 180 – 200 გრ გახურებულ ღუმელში 50–60 წუთი. მასის შემოწმება, გამომცხვარი არის თუ არა, შეგვიძლია კბილის ჩხირით, თუ ჩხირს ამოვიღებთ მშრალს, ესე იგი მასა მზადაა. ვაცადოთ მასას გაცივება, შემდეგ გადმოვიღოთ ფორმიდან და გავჭრათ 2 ან 3 ნაწილად.



ფენების დასანამავად შაქარს დავასხათ ცხელი წყალი, გავაცივოთ, დავამატოთ კონიაკი (თქვენ შეგიძლიათ ეს ნამცხვარი დანამვის გარეშეც გააკეთოთ) და ჩოთქით წავუსვათ ფენას ცოტა რაოდენობით.



კრემისთვის დარჩენილი მალაკო გადავიტანოთ ჭიქაში, დავასხათ რძე ან წყალი, რომ სავსე ჭიქა გამოგვივიდეს, ცალკე ქვაბში ავთქვიფოთ ჩანგლით ცოტა კვერცხი, დავასხათ რძიანი მალაკო, გავხსნათ ერთმანეთში , დავუმატოთ გაცრილი ფქვილი



და ვურიოთ კარგად რათა მოდუღებული კრემი არ დაკურკუშალდეს, შემდეგ დავადგათ დაბალ ცეცხლზე და ვურიოთ გასქლებამდე.



ასეთი მასა ძალიან სწრაფად სქელდება, 5–10 წუთი ყოფნის, ნელ–ნელა ავუწიოთ ცეცხლს და როცა მასა დაახლოებით მალაკოს სისქის იქნება გადმოვდგათ და გავაგრილოთ,(იმ შემთხვევისთვის თუ მოდუღებული კრემი გაგისქელდათ , შეასხით ცოტა რძე და გაათხელეთ).

შემდეგ ავთქვიფოდ შერბილებული კარაქი შაქრის პუდრასთან ერთად და ნელ–ნელა პატარა პორციებით ვამატოთ მოდუღებული კრემი.



წავუსვათ კრემი ფენებს. იმისათვის რომ მინანქარი სუფთად და ერთნაირად განაწილდეს ფენაზე , წავუსვათ ფენას ზემოდან ჯემი. (არა აქვს მნიშვნელობა რისი ჯემი იქნება ეს, უბრალოდ შეეცადეთ რომ ჯემი იყოს ერთიანი მასის, თუ თქვენი ჯემი ძალიან სქელია, ამ შემთხვევისთვის შეასხით ცოტა თბილი წყალი და გაატარეთ საცერში.)

შემდეგ მზა ნამცხვარი 20–30 წუთით შევდგათ მაცივარში,
მინანქრისთვის გავადნოთ შოკოლადი, დავუმატოთ კარაქი, ნაღები და ვურიოთ მანამ, სანამ ერთიან მასას არ მივიღებთ. წავუსვათ მინანქარი ნამცხვარს ერთიანად.





შემდეგ კიდევ შევდგათ ნამცხვარი მაცივარში დაახლოებით30 წუთით, რათა გლაზური გაცივდეს

მიირთვით გემრიელად!!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ნამცხვარი, namcxvari, tortebi, kulinaria, namckhvrebi, mzareuli, ნამცხვრები, namcxvrebi, receptebi, namckhvari ნანახია: 4326 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 3.7/3
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]