Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ქლიავის ნამცხვარი ნუშით
2013-09-12, 11:00 PM
www.auf.ge -

ნამცხვარის შუაგული ძალიან ნაზია, ხოლო გარეთა ფენა ხრატუნა. რეცეპტში მოცემული ნუში შეგვიძლია სხვა ნებისმიერი თხილეულით შევცვალოთ, ხოლო ქლიავი სხვა ხილით - თუგინდ ვაშლით.

პირველ რიგში მოამზადეთ ნუშის შტრეიზელი. ამისათვის გაალღვეთ ტაფაზე ან ქვაბში 20გრ კარაქი, დაუმატეთ 1,5 სუფრის კოვზი შაქარი და მოხარშეთ საშუალო ცეცხლზე კარამელის წარმოქმნამდე - შაქარი უნდა გაყავისფრდეს.



შემდეგ დაუმატეთ 1,5 სუფრის კოვზი დაფქული თხილი და ენერგიულად მოურიეთ, გამორთეთ ცეცხლი.



ცომისათვის ყველა პროდუქტი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს. 150გრ კარაქი და 120გრ შაქარი ათქვიფეთ მიქსერით გათეთრებამდე და შაქრის სრულ გახსნამდე(3-4წუთი).



თითო-თითოდ დაუმატეთ სამი კვერცხი და კარგად ათქვიფეთ. შემდეგ ნელნელა დაუმატეთ 150გრ ფქვილი - ამ დროს მიქსერი დაბალ სიჩქარეზე დააყენეთ.



დაახლოებით 8 ცალი ქლიავი გარეცხეთ და პატარა ნაჭრებად დაჭერით.



დაუმატეთ ცომს დაჭრილი ქლიავი და გადაიტანეთ ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ საცხობ ფორმაში.



ზემოდან მოაყარეთ ნუშის(თხილის) შტრეიზელი.



გამოცხვეთ წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40-45 წუთის განმავლობაში. მზადყოფნა შეამოწმეთ ხის ჩხირით.



მასალის წყარო: 4lady.ge






გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მზარეული, კულინარია, ნამცხვრები, ქლიავი, namckhvrebi, namcxvari, ნუში, ნამცხვარი, namckhvari, namcxvrebi ნანახია: 1830 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]