Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

შოტლანდიური საშობაო ნამცხვარი
2013-02-22, 0:43 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
450 გ ქიშმიში,
1 ჭ. შოტლანდიური ვისკი,
100 გ ალუბლის,
ლიმონისა და ფორთოხლის ცუკატები,
200 გ კანგაცლილი,
დაფქული ნუში,
200 გ დარბილებული კარაქი,
175 გ ყავისფერი შაქარი,
10 გ ვანილის შაქარი,
2 ს.კ. დაფქული მიხაკი, დარიჩინი, ჯავზი და ჯანჯაფილი,
მწიკვი მარილი,
5 კვერცხი, 150 გ ფქვილი,
1 სავსე ს.კ. გამაფხვიერებელი ფხვნილი,
340 გ ფორთოხლის ჯემი.

მომზადების წესი:
26 სმ დიამეტრის საცხობ ფორმას წავუსვათ ცხიმი და მოვაყაროთ ცოტა ფქვილი. 0,5 ჭიქა ვისკი შევათბოთ, ჩავყაროთ შიგ ქიშმიში და მთელი ღამე გავაჩეროთ. ლიმონის, ფორთოხლისა და ალუბლის ცუკატები წვრილად დავჭრათ, დავუმატოთ 100 გ დაფქული ნუში, კარაქი, შაქარი, ვანილის შაქარი, სანელებლები და მარილი. ეს მასა 10 წუთის განმავლობაში ვთქვიფოთ. სათითაოდ შევათქვიფოთ კვერცხები. ფქვილი, 100 გ დაფქული ნუში და გამაფხვიერებელი ავურიოთ ჯამში. დავუმატოთ ქიშმიში და ცუკატების მასა. ცომი მოვათავსოთ ფორმაში და 150 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25-30 წუთის განმავლობაში ვაცხოთ, შემდეგ გამოვიღოთ ღუმლიდან და დავჩხვლიტოთ. 120 გ ჯემი და 5 ს.კ. ვისკი ავურიოთ და შევათბოთ, გავატაროთ საცერში და წავუსვათ ნამცხვარს. 220 გ ჯემი და 3 ს.კ. ვისკი ცალკე შევათბოთ და საცერზე გავატაროთ. ნამცხვარს ეს მასა სქელ ფენად წავუსვათ და მთელი ღამე გავაჩეროთ, რომ კარგად გაუჯდეს.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: torti, ნამცხვრები, namckhvrebi, namcxvari, tortebi, ნამცხვარი, namckhvari, ტორტები, namcxvrebi, ტორტი ნანახია: 2206 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]