Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

გემრიელი ტორტი / gemrieli torti

150 გ ფქვილი, 1/3 ჩ/კ მარილი, 90 გ. მარგარინი, ნახევარი ჭიქა წყალი, 100 გ. შაქარი. შიგთავსის მოსამზადებლად საჭიროა: 300 გ ხაჭი, 100 გ არაჟანი, 80 გ შაქარი, 3 კვერცხი და 100 გ კივი, 100 გ მწვანე ვაშლი. ჯამზე დაყარეთ ფქვილი, ხელით გააკეთეთ სიღრმე და მასში ჩაამატეთ გამლღვალ მარგარინში არეული შაქარი. თანდათან დაამატეთ წყალი და მოზილეთ ცომში. შემდეგ მას მიეცით სასურველი ფორმა, შედგით ჰაერღუმელში და გამოაცხვეთ 5-10 წუთის განმავლობაში. ხაჭო, არაჟანი ერთმანეთში აურიეთ ისე, რომ ერთგვაროვან მასად აქციოთ. მასში შეურიეთ ათქვეფილი კვერცხი და დაამატეთ გახეხილი ხილი. ღუმლიდან გამოიღეთ ნახევრად გამომცხვარი ბისკვიტი. მის შუაგულში მოათავსეთ ეს მომზადებული მასა, მერე კი ისევ შედგით ჰაერღუმელში და გამოაცხვეთ 30 წუთის განმავლობაში.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



2014-04-25, 0:06 AM
კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: tkbileuli, torti, ნამცხვრები, tortebi, namxkhvari namckhvrebi, ნამცხვარი, namcxvari namcxvrebi, ტკბილეული, ტორტები, ტორტი
ნანახია: 1465 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]