Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ტორტი - ოლიმპია / torti - olimpia

7 ცალი კვერცხი, 7 სადილის კოვზი შაქრის ფხვნილი, 50 გრამი შოკოლადი, 1 სადილის კოვზი ფქვილი. კვერცხის გულები ათქვიფეთ შაქრის ფხვნილთან ერთად. დაუმატეთ დარბილებული შოკოლადი, ფქვილი და ბოლოს-კვერცხის ცილა, რომელსაც წინასწარ მაგრად ათქვეფთ. გამოაცხვეთ ოთხ მრგვალ ნაწილად. მორთეთ კაკლის კრემით, შოკოლადითა და ნუშით. კაკლის კრემის მოსამზადებლად საჭიროა: 200 გრამი კარაქი, 4 სადილის კოვზი წვრილად დაჭრილი ნიგოზი, 100 გრამი შესქელებული რძე, 1 ცალი კვერცხის ცილა, 1 ჩაის კოვზი კონიაკი. ავთქვიფოთ კარაქი, დავუმატოთ შესქელებული რძე, კონიაკი, ათქვეფილი კვერცხის ცილა. ერთხელ კიდევ კარგად ავურიოთ ერთმანეთში და ბოლოს ჩავუმატოთ ნიგოზი. შოკოლადის მოსამზადებლად საჭიროა: 200 გრამი კარაქი, 1/8 ლიტრი წყალი, 1 ჩაის კოვზი კაკაო. აურიეთ ერთმანეთში შაქარი და კაკაო. დაასხით წყალი, გახსენით და წამოადუღეთ. გადმოიღეთ ცეცხლიდან, ცოტა გააგრილეთ (60-80) გრადუსამდე და პერიოდულად ურიეთ ხის კოვზით. ჯერ კიდევ თბილი დაასხით ტორტის ზედაპირს და მოაყარეთ გახეხილი ნუში.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



2014-04-25, 0:05 AM
კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: tkbileuli, torti, ნამცხვრები, tortebi, namxkhvari namckhvrebi, ნამცხვარი, namcxvari namcxvrebi, ტკბილეული, ტორტები, ტორტი
ნანახია: 1419 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]