ავთქვიფოთ 150გრ ნაღების კარაქი 200გრ დაფქვილ შაქართან ერთად. დავუმატოთ 150გრ გატარებული ნიგოზი, 6-7 სუფრის კოვზი რძე, 9კვერცხის ათქვეფილი ცილა, 160გრ ფქვილი და ვანილი გემოვნებით. გამოვაცხოთ ორი ბისკვიტი. შემდეგ ერთ მათგანს წავუსვათ რისამე მურაბა და დავადოთ მეორე. ზემოდან და გვერდებიდან დავფაროთ შოკოლადის მინანქრით.