Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ნიგვზის ტორტი / nigvzis torti

კვერცხის გული კარგად გათქვიფეთ შაქრის ფხვნილში, შიგ აურიეთ დანაყილი ნიგოზი, პურის ფქვილი და კარგად გათქვეფილი კვერცხის ცილა, ყალიბს წაუსვით ცხიმი, მოაყარეთ დანაყილი ორცხობილა, მოაქციეთ შიგ მომზადებული მასალა და და შედგით ღუმელში გამოსაცხობად. როცა გამოცხვება, ცოტა შეაგრილეთ, მერე ყალიბიდან ამოიღეთ და მოაყარეთ დანაყილი შაქრის ფხვნილი, ან ტორტი გაჭერით ორ ფენად, ზედ წაუსვით მოხარშული შოკოლადის ან კაკაოს კრემი, მერე ფენები შეაერთეთ და ზედაპირი მორთეთ კარაქნარევი იმავე კრემით. მ ა ს ა ლ ა: კვერცხი - 4 ცალი, შაქრის ფხვნილი - 1 ჩ.ჭ., დანაყილი ნიგოზი - 1 ჩ.ჭ., პურის ფქვილი - 1/2 ჩ.ჭ., დანაყილი ორცხობილა - 1 ს.კ., ცხიმი ფორმის წასასმელად, ცალკე მასალა კრემისთვის.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



2014-04-25, 0:02 AM
კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: tkbileuli, torti, ნამცხვრები, tortebi, namxkhvari namckhvrebi, ნამცხვარი, namcxvari namcxvrebi, ტკბილეული, ტორტები, ტორტი
ნანახია: 1943 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]