Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

შოკოლადის ტორტი ჯეიმი / shokoladis torti jeimi
2016-10-12, 10:52 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
კვერცხი 3 ცალი
ფქვილი 200 გ
გამაფხვიერებელი 1 ჩ/კ
ფორთოხალი 1 ცალი
შავი შოკოლადი 50 გ
კაკაო 50 გ
კარაქი 150 გ
შაქარი 150 გ
რძე 400 მლ

მინანქრისთვის:
კაკაო 3 ს/კ
შაქარი 3 ს/კ
არაჟანი 2 ს/კ
კარაქი 50 გ

მომზადების წესი:
დარბილებული კარაქი ათავიფეთ შაქართან ერთად ფაფუკი, თეთრი მასის მიღებამდე. გაადნეთ შოკოლადი მიკროტალღურ ღუმელში ან წყლის აბაზანაზე.
გახეხეთ ფორთოხლის ცედრა. დაუმატეთ კარაქის მასას გამდნარი შოკოლადი და ცედრა, ათქვიფეთ კარგად.
ცალკე ჯამში ერთმანეთში აურიეთ კაკაო, ფქვილი და გამაფხვიერებელი.
კარაიან მასაში დაუმატეთ რძე და კვერცხი და კვლავ კარგად ათქვიფეთ. ნელ-ნელა ჩაუმატეთ თხევად მასაში მშრალი მასა და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
აიღეთ 2 ფორმა, ისე, რომ ერთი მეორეში ჩეტიოს.
პატარა ფორმას წაუსვით კარაქი და ჩასხით მასში ცომი.
დიდი დიამეტრის ფორმა ნახევრამდე გაავსეთ წყლით, ისე, რომ ცომიანი ფორმა ნახევრამდე ჩავიდეს წყალში.
სანამ ერთ ფორმას მეორეში ჩადგამდეთ, პატარა ცომიან ფორმას გადააფარეთ ფოლგა.
დადგით გაზზე და როგორც კი ქვედა ფორმაში წყალი ადუღდება, დაუკელით ცეცხლს.
წყალი ოდნავ უნდა დუღდეს, რათა ქვაბიდან არ გადმოვიდეს. წყლის დონე არ უნდა შეიცვალოს.
ხარშეთ 1.5 საათის განმავლობაში. შემდეგ გადმოდგით და ფორმაშივე გააცივეთ.
ამასობაში მოამზადეთ მინანაქარი:
ერთმანეთში აურიეთ ყველა ინგრედიენტი პატარა ქვაბში, დადგით საშუალო ცეცხლზე და ხარშეთ დაახლოებით 3 წუთი, თან შეუჩერებლად ურიეთ.
შემდეგ გააგრილეთ. გადმოიღეთ ფორმიდან უკვე გაცივებული ტორტი და დაასხით მინანქარი ტორტის ცენტრში. ის თავისით განაწილდება.
გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: kulinariamzareuli | ტეგები: torti, ნამცხვრები, namcxvari, tortebi, Chocolate, ნამცხვარი, namckhvari, შოკოლადი, ტორტები, ტორტი ნანახია: 1572 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]