Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ტორტი რაფაელოს რეცეპტი ეკატერინესგან / torti raffaello recepti ekaterinesgan
2019-02-17, 8:41 PM
www.auf.ge -

ცომი:

6 კვერცხის გული და 2 ჭიქა შაქარი ავთქვიფოთ, დავამატოთ 1 ჩაის ჭიქა მაწონი, 200 გრ.დარბილებული კარაქი, 1 ჩ.კ სოდა ძმრით, მწიკვი მარილი და ფქვილი იმდენი რომ მივიღოთ დასასხმელი ბლინის სისქის ცომი, გამოვაცხოთ კალკა დაფენილ ჟარონაზე. რომ გაცივდება გავჭრათ შუაზე ან გამოვაცხოთ 2 ფენად. ცხვება 180 გრადუსზე.

ბეზე:

6 კვერცხის ცილა ავთქვიფოთ და ნელ ნელა დავაყაროთ 2 ჭიქა შაქარი, გავთქვიფოთ კარგად ,დავამატოთ დანის წვერით ლიმონმჟავა. კალკა დაფენილ ჟარონაზე გამოვაცხოთ 100-120 გრადუსზე 2 საათი ან მეტიც.

კრემი:

300გრ.კარაქი ავთქვიფოთ კარგად, დავამატოთ 2 კოლოფი შესქ. რძე და ვანილი.

სიროფი:

ნახევარი ჭიქა შაქარი და ნახევარი ჭიქა წყალით მოვადუღოთ სიროფი, დავამატოთ ყავა და კონიაკი.

პირველი ფენა დავნამოთ, წავუსვათ კრემი, დავადოთ ბეზე, ბეზესაც გადავუსვათ კრემი, მოვაყაროთ ცოტა ქოქოსი, მიწის თხილი, დავადოთ მეორე ფენა, დავნამოთ ისიც და წავუსვათ კრემი,ზემოდან მოვაყაროთ ქოქოსი.
გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: rafaelo, koniaki, tortebi, sirofi, რაფაელო, namcxvari, ckhoba, ტორტების რეცეპტები, ქოქოსი, kremi, ტორტი, tortis recepti, beze, torti, ტორტები, ტორტის რეცეპტი, raffaello, ცხობა, ნამცხვარი, tortebis receptebi, rdze, namckhvari, cxoba, comi, tkbileuli ნანახია: 3484 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]