Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ბრაუნი ნიგვზით
2013-02-22, 0:36 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
250 გ შაქარი,
200 გ შავი შოკოლადი,
250 გ კარაქი,
45 გ კაკაოს ფხვნილი,
4 ცალი კვერცხი,
200 გ ნიგოზი,
125 გ ფქვილი,
1/4 ჩ.კ. გამაფხვიერებელი ფხვნილი,
¼1/4 ჩ.კ. მარილი,
მწიკვი ვანილი.
გამდნარი შოკოლადი და ნიგოზი – მოსართავად.

მომზადების წესი:
დანით დავთალოთ ნიგოზი ან მსხვილად დავფქვათ და გაცხელებულ ტაფაზე უცხიმოდ მოვხალოთ. კარაკი კუბებად დავჭრათ, შოკოლადი დავამტვრიოთ, ეს ყველაფერი მოვათავსოთ თასში და ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ. შაქარი და კვერცხი ავთქვიფოთ. ფქვილში ავურიოთ გამაფხვიერებელი ფხვნილი, მარილი, ვანილი და კაკაო. თხევად ინგრედიენტებში შევურიოთ მშრალი ინგრედიენტები და კარგად ავურიოთ. ცომი ჩავასხათ ცხიმწასმულ ფორმაში და 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40 წუთი ვაცხოთ. მზა ნამცხვარი მოვრთოთ გამდნარი შოკოლადითა და ნიგვზით.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: torti, namckhvrebi, ნამცხვრები, tortebi, namcxvari, ნამცხვარი, namckhvari, ტორტები, namcxvrebi, ტორტი ნანახია: 3864 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]