Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ნამცხვარი “კარტოფილები” / namckhvari “kartofilebi”
2014-06-03, 12:05 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
კვერცხი 5ც
შაქარი 150გრ
ფქვილი 150გრ
კარაქი 150გრ
სგუშონი 200გრ
კონიაკი 30მლ
რომი 10გრ
შაქრის პუდრი 10გრ

მომზადების წესი:
ჯერ უნდა მოვამზადოთ ბისკვიტი. ავთქვიფოთ კვერცხის გულები შაქართან ერთად გათეთრებამდე, დავამატოთ გაცრილი ფქვილი და ამოვურიოთ, ცალკე გავთქვიფოთ კვერცხის ცილა მყარი პიკების კონსისტენციამდე, ნაზად დავამატოთ ცომში, ვეცადოთ შევინარჩუნოთ რაც შეიძლება მეტი ჰაერი, ამოვურიოთ სილიკონის კოვზით. გამოვაცხოთ 190 გრადუსზე 35-40 წუთის მანძილზე.

მზა ბისკვიტი გავაციოთ და დავასვენოთ რამდენიმე საათით. მშრალი ბისკვიტი უკეთესად იშლება.

ბისკვიტი დავტეხოთ და გამოვაშროთ დუხოვკაში, შემდეგ დავაბლენდეროთ.

კრემისთვის საჭიროა გავთქვიფოთ ოთახის ტემპერატურის კარაქი გათეთრებამდე, თითო კოვზობით შევურიოთ მთლიანი სგუშონი, გამუდმებით ვთქვიფოთ. როცა კრემი მომზადდება რამდენიმე ჩაის კოვზი გადავინახოთ ნამცხვრის მოსართავად.

კრემს დავამატოთ დაბლენდერებული ბისკვიტი და რომი პლიუს კონიაკი. ამ ინგრედიენტების გარეშე არ იქნება ეს ნამცხვარი გემრიელი.

მიღებული მასას მივცეთ სასურველი ფორმა და ამოვავლოთ კაკაოსა და შაქრის პუდრის ნარევში, ამოვავლოთ ყველა და მერე ისევ თავიდან მეორეთ გავიმეოროთ ეს პროცესი.

მზა ნამცხვარი უნდა იყოს მაცივარში რამდენიმე საათის მანძილზე რომ კარგათ გაუჯდეს კრემი. სუფრასთან მიტანის წინ გააჩერეთ ისინი ნახევარი საათი ოთახის ტემპერატურაზე, მაშინ მათ ექნებათ სწორი, ოდნავ რბილი კონსისტენცია.

გადანახული კრემი გამოიყენეთ ნამცხვრის მოსართავად.

მასალის წყარო: GeoCulinary.Com


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: koniaki, ნამცხვრები, kvercxi, namckhvrebi, namcxvari, kartofilebi, ნამცხვარი, namckhvari, kulinaria mzareuli receptebi, namcxvrebi ნანახია: 1918 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]