Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ფუნთუშა - გოჭები / funtusha - gochebi
2017-08-23, 2:33 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
კარაქი - 60 გ
შაქარი - 2 ს.კ
რძე - 250 გ
საფუარი - 15 გ
ფქვილი - 500 გ
კვერცხი - 1
მარილი

მომზადების წესი:
თბილ რძეში დავამატოთ საფუარი და შაქარი. დავდგათ 10 წუთი.
ჯამში ჩავყაროთ გაცრილი ფქვილი, დავასხათ საფუვრიანი წყალი, დავამატოთ მარილი და მოვზილოთ ცომი.შევაზილოთ დარბილებული კარაქი. ის უნდა იყოს ელასტიური და არ ეკვროდეს ხელებს.
დავაფაროთ თავზე და ვაცალოთ აფუება.
აფუებული ცომი გავაბრტყელოთ 4-5 მმ-ზე და გამოვჭრათ ლუწი რაოდენობის საშუალო ზომის რგოლები. დინგისთვის უფრო პატარა რგოლები დაგვჭირდება. ყურებს ცომის ნარჩენებისგან გავაკეთებთ. დინგისთვის გამოჭრილ ცომს ამოვაჭრათ ნესტოები, ათქვეფილი კვერცხის საშუალებით დავაწებოთ დიდ რგოლზე.. მეორე თავისუფალ რგოლს დავადოთ ნებისმიერი გულსართი. ნაპირებზე წავუსვათ კვერცხი, დავაწებოთ დინგიანი ცომის რგოლი და ყურები. ვაცალოთ ხელახლა ამოფუება. თვალებს ქიშმიშებით გავუკეთებთ. ზემოდან კვერცხი გადავუსვათ და გამოვაცხოთ დაახლოებით 15წუთი 200 გრადუსზე.

გულში ნებისმიერი რამ შეგვიძლია ჩავუდოთ: ჯემი, ხილი, ძეხვი, ყველი და სხვა...


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ფუნთუშა, გოჭები, karaqi, ghvezeli, კვერცხი, kverckhi, ღვეზელი, funtusha, კარაქი, gochebi ნანახია: 1250 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]