Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

გარგარის ღვეზელი - გემრიელი და მარტივი დესერტი / gargaris ghvezeli - gemrieli da martivi deserti
2017-08-23, 11:00 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
250 გ. ფქვილი
3 ს.კ. შაქარი.
1 მწიკვი მარილი.
2 ს.კ. გარგარის ჯემი.
125 გ. კარაქი.
1 ც. კვერცხის გული.
750 გ. გარგარი.
1 ს.კ. წყალი.

მომზადების წესი:
1. გაცერით ფქვილი, დაუმატეთ ოთახის ტემპერატურის, კუბიკებად დაჭრილი კარაქი, კვერცხის გული, მარილი, 1 ს.კ. შაქარი და წყალი. კარგად ამოურიეთ ხელით და მოაგუნდავეთ. გადაახვიეთ პარკში და შედგით მაცივარში 30 წუთით.
2. თითოეული გარგარი დასერეთ, მოასხით ცხელი, ადუღებული წყალი შემდეგ კი ცივი. გახლიჩეთ და ამოაცალეთ კურკა. გააბრტყელეთ ცომი 0,5 სმ.-ის სისქეზე. მოათავსეთ ის 24 სმ. დიამეტრის მქონე, ცხიმწასმულ საცხობ ფორმაზე.
3. ცომს წაუსვით ჯემი, ზევიდან მოაწყვეთ გარგარი და მოაყარეთ მათ დარჩენილი შაქარი. შედგით 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 30 წუთი. გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, gvezeli, kvercxis guli, გარგარი, ghvezeli, ღვეზელი, kverckhis guli, gargari, კარაქი, კვერცხის გული ნანახია: 1322 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]