Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ხორცის რულეტი ფენოვან ცომში (ექსკლუზიური რეცეპტი)
2016-03-28, 2:34 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
კარაქი - 50 გრამი
ხახვი - 1 ცალი
ნიორი - 1 თავი
ღორის ხორცის ფარში - 700 გრამი
მდოგვი - 2 ჩაის კოვზი
ფენოვანი ცომი - 450 გრამი
კვერცხი - 4 ცალი
წიწაკა და მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:
ვიღებთ ხახვსა და ნიორს, ვფრცქვნით და წვრილად ვჭრით და ვწვავთ ტაფაზე კარაქთან ერთად.
ვიღებთ ფარშს და ვამატებთ შემწვარ ნიორსა და ხახვს, შემდეგ მდოგვსა და კვერცხის დიდ ნაწილს, დავიტოვოთ იმდენი, რომ გვეყოს ბოლოს რულეტის წასასმელად, ასევე ვაყრით წიწაკასა და მარილს.
გაბრტყელებულ ცომზე გადაგვაქვს ფარში, შემდეგ ფარშს ზემოდან ვადებთ შუაზე გადაჭრილ მოხარშულ კვერცხებს.
ბოლოს ვკრავთ და ვაძლევთ სასურველ ფორმას, მაგალითად ასეთს როგორც ხედავთ სურათზე.
შემდეგ შევდგამთ რულეტს დუხოვკაში 180 გრადუსზე 40 წუთით.
გამოვიღებთ, დავჭრით და უკვე მზადაა სუფრაზე მისატანად.
გემრიელად მიირთვით.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: მზარეული, კულინარია, რეცეპტები, კვერცხი, რულეტი, ღორის ხორცის ფარში, გურმანი, ხორცი, კარაქი, ღორის ფარში ნანახია: 2573 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]