Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ღუმელში გამომცხვარი გალისიური კარტოფილის ღვეზელი / ghumelshi gamomckhvari galisiuri kartofilis ghvezeli
2020-01-05, 6:29 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
3 კარტოფილი
150 გრ.წიწიბურა
200 გრ.ქონი
640 გრ.ფქვილი
300 მლ.თბილი წყალი ცომისათვის
2 კბილი ნიორი
2 თავი ხახვი
30 გრ.ნედლი საფუარი
1 სტაფილო
1კვერცხი
40 მლ.ზეთი
25 გრ.შაქარი
15 გრ.მარილი
3 გრ.შავი დაფქული წიწაკა

მომზადების წესები :
თბილ წყალში გავხანათ საფუარი და შაქარით, დავალოდოათ აქაფებას. შემდეგ დავუმატოთ 2 ს.კოვზი ზეთი,. ფქვილი და 5 გრ.მარილი. მოვზილოთ ცომი, დაგავაფაროთ ტილო და დავდოთ თბილ ადგილას ასაფუებლად.
კარტოფილი მოვხარშოთ და დავჭყლიტოთ.
წიწიბურას დავასხათ წყალი, თასს დავაფაროთ თავსახური და გავაჩეროთ .წიწიბურა წყალს მთლიანად შეიწოვს.
ქონი დავჭრათ წვრილად და ტაფაზე გავადნოთ.
ქონში მოვშუშოთ დაჭრილი ხახვი და გახეხილი სტაფილო. ბოლოს ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი ნიორი.
კარტოფილის პიურე, წიწიბურა, მოშუშული ბოსტნეული 5 გრ.მარილი, 3 გრ.შავი დაფქული წიწაკა შევურიოთ ერთმანეთს.
ცომი გავაბრტყელოთ ( ცოტა მოვიტოვოთ გასაფორმებლად), შუაგულში ჩავდოთ გულსართი მოვუკრათ პირი და გადავიტანოთ ღუმელის ტაფაზე,გავაბრტყელოთ, სურვილისამებრ მორჩენილი ცომით გავაფორმოთ, გადავუსვათ გატქვეფილი კვერცხი და 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40 წუთი გამოვაცხოთ.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: gamomckhvari, კულინარია, ცხობა, galisiuri, გალისიური, Kartoshka, მიყვარხარ, რეცეპტი, kverckhi, vipechka, კერძი, კარტოშკა, stafilo, რეცეპტები, კერძები, ghumeli, კარტოფილის ღვეზელი, ღვეზელი, tsitsibura, kartofili, ghvezeli, ckhoba, gvezeli, კარტოფილი ნანახია: 922 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]