Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

გემრიელი მოცხარის ღვეზელის რეცეპტი / gemrieli mockharis ghvezelis recepti
2016-05-20, 10:44 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ფქვილი 1,5 ჭიქა + 1,5 ს/კ
კარაქი 125 გ
შაქარი 220 გ
მწიკვი მარილი
3 კვერცხი
1 ჩ/კ სახამებელი
600 გ მოცხარი
1 ჩ/კ გამაფხვიერებელი

მომზადების წესი:
1,5 ჭიქა ფქვილში აკეპეთ კარაქი.

აქვე დაუმატეთ 100 გ შაქარი, 0,5 ჩ/კ გამაფხვიერებელი და მწიკვი მარილი. კვერცხის გული გააცალკევეთ ცილისგან და გულები შეურიეთ ფქვილის მასას.

მოზილეთ ცომი ხელით და გააკეთეთ გუნდა. შეახვიეთ საკვების შესაფუთ ცელოფანში და შეინახეთ ნახევარი საათით მაცივარში.

თუ მოცხარი გაყინული გაქვთ, გამოიღეთ და მოათავსეთ საწურში, გადავლეთ ადუღებული წყალი და დაწურეთ კარგად. შემდეგ დაყარეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რომ კარგად შეშრეს.

გაცივებული ცილისგან ამოიყვანეთ ბეზე.
თანდათანობით შეათქვიფეთ შაქარი, დარჩენილი (0,5 ჩ/კ გამაფხვიერებელი, ფქვილი (1,5 ს/კ) და სახამებელი. ყველაფერი კარგად აურიეთ და დაუმატეთ მოცხარი. აურიეთ კოვზით ფრთხილად.

გაახურეთ ღუმელი 180 გრადუზე. დასაშლელ ფორმას წუასვით კარაქი. გამოიღეთ ცომი მაცივრიდან, მოათავსეთ ფორმაში და ხელით მოასწორეთ, ამოიწიეთ კიდეები. გადაიტანეთ ცომზე მოცხარის გულსართი და გაანაწილეთ.

აცხვეთ ღვეზელი 25-30 წუთი, პირველი 15 წუთი 180 გრადუსზე, შემდეგ კი დაუკეით 150 გრადუსამდე.

სანამ ღვეზელს დაჭრიდეთ, გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: კულინარია, რეცეპტი, recepti. mocxari, რეცეპტები, kulinaria, mockhari, receptebi, ღვეზელი, მოცხარი ნანახია: 1458 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]