მომზადების წესი: 1. კარტოფილი გავრეცხოთ ჯაგრისით და გამოვაცხოთ დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, ქერქი ოქროსფრად უნდა შეებრაწოს. კარტოფილი ჩავჩხვლიტოთ დანით, თუ ის ადვილად შედის, ესე იგი კარტოფილი მომზადებულია.
2. თითოეულ კარტოფილი ჩავჭრათ სიგრძეზე შუამდე. ამოვიღოთ ცოტაოდენი რბილობი და ჩავტენოთ კარაქი და გახეხილი ყველი. არ დაგვავიწყდეს მარილის მოყრა, სართი რაც უფრო ბევრია, მით გემრიელია კარტოფილი. ზემოდან მოვაყაროთ დაჭრილი კამა და მივიტანოთ სუფრაზე.