მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ჭვიშტარში გამომცხვარი კალმახის ფილე / chvishtarshi gamomckhvari kalmakhis file
2017-12-19, 3:34 PM |
შემადგენლობა:
250 გრ. კალმახი
200 გრ. ლიმონი
მარილი და პილპილი
ჭვიშტარი:
200 გრ. სიმინდრის ფქვილი
200 მლ. ნაღები
200 გრ. ყველი ტარხუნით
სოუსი:
300 გრ. წაბლი
70 მლ. ზეითუნის ზეთი
1 ლიმონი
5 მლ. ჭაჭა
მომზადების წესი:
გავასუფთაოთ კალმახი, ამოვიღოთ ფხა. გადავდოთ ერთი ფილე. მოვასხათ ლიმონი. მოვაყაროთ მარილი და პილპილი. მოვათავსოთ ჯამში ჭადის ფქვილი, გახეხილი ყველი, ნაღები და მარილი. მოვზილოთ ცომი. გავაბრტყელოთ ცომი ოვალის ფორმაზე, მოვათავსოთ შიგნით კალმახის ფილე და დავახუროთ იგივე ფორმაზე გაბრტყელებული ცომი. მოვათავსოთ საცხობ ლანგარზე, მოვაყაროთ წითელი წიწაკა და ვაცხოთ 200 გრადუსზე 25 წუთის განმავლობაში.
მოვხარშოთ წაბლი, გავარჩიოთ და მოვათავსოთ ბლენდერში სოუსის ინგრედიენტებთან ერთად. ავთქვიფოთ.
მოვათავსოთ თეფშზე გამომცხვარი ჭვიშტარი. მოვასხათ სოუსი. გავაფორმოთ კოწახურით და წაბლით.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |