Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

გამომცხვარი ბადრიჯანი პომიდვრებთან და ყველთან ერთად / gamomckhvai badrijani pomidvrebtan da kveltan ertad
2017-08-13, 11:42 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
2-3 ცალი ბადრიჯანი
1 კგ პომიდორი
200 გრამი ყველი
3 ცალი კვერცხი
1 ჭიქა რძე
2 ჩ/კ ფქვილი
4-5 კბილი ნიორი
0.5-1 ჩ/კ მუსკატის კაკალი
მარილი, პილპილი, მწვანილი გემოვნებით

მომზადების წესი:
1. ბადრიჯანი რგოლებად დაჭერით. მოაყარეთ მარილი და 30 წუთით გააჩერეთ. ამის შემდეგ ცივი წყლით გარეცხეთ და გააშრეთ. პომიდვრები ასევე რგოლებად დაჭერით, ყველი გახეხეთ, ნიორი კი გამოატარეთ. კვერცხი, რძე და ფქვილი ერთმანეთში აურიეთ.
2. საცხობ ფორმას მცენარეული ზეთი დაასხით და ჯერ პომიდვრები დააწყვეთ, შემდეგ ბადრიჯანი. თითოეული ფენა ნივრითა და ცოტაოდენი გახეხილი ყველით მორთეთ. საბოლოოდ, ბოსტნეულს მოასხით კვერცხის, რძისა და ფქვილის მასა.
3. აცხვეთ 200 გრადუსზე 30-35 წუთს განმავლობაში. ბოლო 5 წუთის განმავლობაში, კერძს დანარჩენი გახეხილი ყველი მოაყარეთ. შეგიძლიათ მწვანილით მორთოთ.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: ninamzareuli | ტეგები: კულინარია, პომიდორი, pomidori, badrijani, ბადრიჯანი, ყველი, kveli, პომიდვრები, pomidvrebi, yveli ნანახია: 1736 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 3.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]