Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

გემრიელი კერძი ბატკნის ხორცისა და ბადრიჯანისგან / gemrieli kerdzi batknis khorcisa da badrijanisgan
2017-06-21, 5:50 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ბატკნის ხორცი - 1 კგ
ზეთი - 150 მლ
ბადრიჯანი - 1.8 კგ
მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:
დაჭერით ხორცი დაახლოებით 40-50 გრამიან ნაჭრებად, მოაყარეთ მარილი და პილპილი და გააჩერეთ. თითოეულ ბადრიჯანზე გააკეთეთ ღრმა განივი ჩანაჭრელი, ჩაყარეთ მარილი შიგნით და გააჩერეთ რამდენიმე წუთით. წვენი, რომელსაც გამოყოფს გადაუწურეთ.
მოათავსეთ ბადრიჯნის შუაგულში ბატკნის ხორცის ნაჭრები, მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. ჩამოაცვიეთ ხორციანი ბადრიჯნები ხის ჩხირებზე. წაუსვით გარედან ზეთი.
დააყენეთ ცხაური ღუმელში შუა თაროზე, დაალაგეთ ბადრიჯნის მწვადები, ცხაურის ქვეშ მოათავსეთ ლითონის ფირფიტა, რომელზეც მოაყარეთ ხმელი ორეგანო. შეწვით 200 გრადუსზე 40 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: რეცეპტი, კულინარია, ბატკანი, batkani, batknis xorci, ბატკნის ხორცი, badrijani, ბადრიჯანი, batknis khorci, kulinaria mzareuli receptebi ნანახია: 1220 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]