Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ბადრიჯნის სალათის ვარიანტი ელენესგან
2021-09-24, 5:29 AM
www.auf.ge -

მოგესალმებით ძვირფასებო ❤❤❤
დღეს ბადრიჯნის ერთ–ერთ ვერსიას შემოგთავაზებთ....... მაშ ასე: 1 კილო ბადრიჯანი გავრეცხე მოვაყარე მარილი და გავაჩერე 20 წუთით. შემდეგ გავწურე დავჭერი სიგრძეზე და წინასწარ გახურებულ ზეთიან ტაფაზე შევწვი საშუალო ცეცხლზე........
გავაგრილე..... ცალკე დავჭერი წ დიდი თავი ხახვი 2 წითელი და 1 მწვანე ბულგარული წიწაკა რგოლებად და დაბალ ცეცხლზე მწიკვი შაქრის დამატებით მოვშუშე..... 1 მოზრდილი კონა ქინძი დავჭერი წვრილად და დავამატე 5 კბილი გახეხილი ნიორი და ნახევარი წითელი ბულგარული წიწაკა ცოცხლად..... შემწვარი ბადრიჯანი მოვათავსე ღრმა თასში და მოვაყარე მოშუშული ბულგარულის და ხახვის მასა. აგრეთვე ნახევარი მასა მწვანილისა და ნივრის....... დავამატე 2 სადილის კოვზი ძმარი და მარილი გემოვნებით..... ამის შენდეგ დანითა და ჩანგლით ეს ყველაფერი ავჩეჩე კარგად გადავიტანე გაშლილ ლანგარზე და დავამატე დარჩენილი მწვანილისა და ნიორის მასა. აგრეთვე 1 თავი ხახვი ალყაალყად დაჭრილი.... სულ ესაა გოგონებო.ძალიან გემრიელი გამოვიდა.

რეცეპტის ავტორი – ელენე გოგილაშვილი–შალვაშვილი


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: mariamkhvedeliani | ტეგები: badrijani, cookery, kulinaria, recepti, სალათი, ბადრიჯანი, რეცეპტი, სალათა, ბულგარული, Recipe, ხახვი, bulgaruli, კულინარია, salati, salata ნანახია: 983 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]