Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

გემრიელი სამარხვო კერძი – ნიგვზიანი ბადრიჯანი / gemrieli samarkhvo kerdzi - nigvziani badrijani
2015-04-14, 3:45 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ბადრიჯანი – 1 კგ.
ზეთი – 3-4 სუფრის კოვზი
ნიგოზი – 1,5–2 ჩაის ჭიქა
ხახვი – 1-2 თავი
მწვანილი – 3-3 ძირი
ძმარი – 3-4 სუფრის კოვზი
მარილი, ნიორი, წიწაკა გემოვნებით.

მომზადების წესი:
ბადრიჯანი დავჭრათ მოგრძო თხელ ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი და ცოტა ხნის შემდეგ გავწუროთ. დავაწყოთ ზეთმოსხმულ ცხელ ტაფაზე და შევწვათ. მოვამზადოთ ნიგვზიანი წვენი: წმინდად დავნაყოთ ნიგოზი, ნიორი, ყვითელი ყვავილი, სუნელი, გამოვწუროთ ზეთი; წვრილად დავჭრათ ხახვი, რეჰანი, ქონდარი, ოხრახუში, ქინძი, ნიახური, ომბალო, კამა. ყველაფერი ეს გავხსნათ ძმარში, რომელშიც არეული იქნება 5-6 სუფრის კოვზი ადუღებული, ცივი წყალი. ამ წვენში ჩავაწყოთ შემწვარი ბადრიჯანი. ასეთი წესით გაკეთებული ბადრიჯნის სუფრაზე მიტანა უკეთესია მომზადებიდან 3-4 საათის შემდეგ.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: რეცეპტი, mzareuli, რეცეპტები, badrijani, samzareulo, receptebi, ბადრიჯანი, recepti kulinaria, კულინარია მზარეული რეცეპტები, სამზარეულო ნანახია: 1510 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]