Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ბერლინური უგემრიელესი ფუნთუშები / berlinuri ugemrielesi funtushebi
2015-04-10, 11:22 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ფქვილი - 500 გრ
შაქარი - 50 გრ
წყალი - 120 მლ
რძე - 100 მლ
კვერცხი - 2
კვერცხის გული - 2
კარაქი - 100 გრ
მარილი - 1/2 ჩ.კ.
საფუარი - 1-1.5 ჩ.კ.
მოხარშული კრემი ან ჯემი

მომზადების წესი:
თბილ რძეში ჩაადნეთ კარაქი, თბილ წყალში კი საფუარი გახსენით. ყველა ინგრედიენტი თასში მოათავსეთ და მოზილეთ ცომი. ცომს ზელვა სჭირდება იმდენ ხანს, სანამ ელასტიური არ გახდება და ხელს აღარ მიეკრობა. დააფარეთ თავზე და აცალეთ აფუება 1-1.5 საათი. თუ მაშინვე არ გსურთ მომზადება, მოზელვის შემდეგ მთელი ღამით მაცივარში შეინახეთ.

გაფუებული ცომი გააბრტყელეთ 1.5 სმ სისქეზე და გამოჭერით 7 სმ დიამეტრის წრეები. დაალაგეთ ფქვილმოყრილ დაფაზე, გადააფარეთ პირსახოცი და დატვეთ ამგვარად 1 საათი.

ღრმა ჭურჭელში, საშუალო ცეცხლზე გააცხელეთ ზეთი. ჩადეთ 2-3 ცალი ფუნთუშა და შეწვით ორივე მხრიდან. გადმოიღეთ ქაღალდის ხელსახოცზე და მოაფრქვიეთ შაქრის პუდრა, ან დარიჩინისა და პუდრის ნარევი.

ფუნთუშები გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე, ჩაჭერით მაკრატლით და გულში ჩაუდეთ მოხარშული კრემი ან ჯემი.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: რეცეპტი, მზარეული, კულინარია, mzareuli, recepti, kulinaria, რეცეპტები, samzareulo, receptebi, სამზარეულო ნანახია: 2120 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]