Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

თქვენი საყვარელი გემრიელი შოკოლადის ბლინები / tqveni sakvareli gemrieli shokoladis blinebi
2015-04-11, 1:45 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
კვერცხი - 2
შაქარი - 1 ს.კ.
რძე - 200 მლ
ცხელი წყალი - 200 მლ
მარილი - 1/2 ჩ.კ.
ფქვილი - 180-200 გრ
კაკაო - 1.5 ს.კ.
სოდა დანის წვერით, სულ ცოტა.
ზეთი - 2 ს.კ.

მომზადების წესი:
ტაფა საშუალო ცეცხლზე დადგით გასაცხელებლად. სანამ საჭირო ტემპერატურამდე გაცხელდება ცომი გაკეთებასაც მოასწრებთ.

კვერცხს დაამატეთ შაქარი, რძე, ზომიერად ცხელი წყალი და ათქვიფეთ. შემდეგ დაამატეთ მარილი, ფქვილი, კაკაო და სულ ცოტა სოდა. კარგად ატქვიფეთ, რომ კოშტები არ დარჩეს. ბოლოს შეურიეთ ზეთი.

დაასხით ტაფაზე საჭირო რაოდენობის ცომი, სწრაფად დაატრიალეთ ტაფა, რომ ცომი კარგად განაწილდეს. გამოაცხეთ ორიევე მხრიდან.

თბილ ბლინს ძალიან თხლად გადაუსვით შოკოლადის კრემი (ნუთელა ან ნებისმიერი მსგავსი) ან თუნდაც გამდნარი შოკოლადი წაუსვით. დაალაგეთ თხლად დაჭრილი ბანანი (უხდება მარწყვი, ჟოლო, ალუბალი და ა.შ.). ბლინები გადაკეცეთ ან ერთმანეთზე დაალაგეთ.
გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, მზარეული, რეცეპტი, mzareuli, რეცეპტები, kulinaria, recepti, samzareulo, receptebi, სამზარეულო ნანახია: 1524 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]