Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

შოკოლადის და ქოქოსის ტორტი / shokoladis da qoqosis torti
2015-04-20, 4:36 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ფქვილი - 200 გრ
შაქარი - 100 გრ
კარაქი - 100 გრ
კვერცხის გული - 2
კაკაო - 3 ს.კ.
სოდა - 1 ჩ.კ.
არაჟანი - 5 ს.კ.
ბეზე
კვერცხის ცილა - 5
შაქარი - 100 გრ
ქოქოსის ფანტელი - 160 გრ
სახამებელი - 1 ს.კ.
ნებისმიერი კრემი

მომზადების წესი:
გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. თუნუქის საცხობ ფურცელს დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი. კარაქი, არაჟანი და კვერცხი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის.
შეურიეთ ფქვილი, სოდა, კაკაო, შაქარი. დაამატეთ არაჟანი, კვერცხის გულები და დარბილებული კარაქი. ათქვიფეთ მიქსერით. მიღებული ცომი გადაიტანეთ ტაფაზე და გაანაწილეთ.

ათქვიფეთ ცილა მწიკვ მარილთან ერთად. ნაწილ-ნაწილ დაამატეთ შაქარი, თან თქვეფა განაგრძეთ. როცა მყარ, პრიალა, კარგად ათქვეფილ ბეზეს მიიღებთ, ულუფებად შეურიეთ ქოქოსი და სახამებელი. მიღებული მასა გადაუსვით შოკოლადის ცომს. გამოაცხეთ 40-45 წუთი. ბეზემ ზემოდან მსუბუქი ოქროსფერი უნდა მიიღოს, ხოლო ცომი კარგად აიწიოს.
გაციებული ბისკვიტი ორ თანაბარ ნაწილად გაყავით. წაუსვით ნებისმიერი სასურველი კრემი: არაჟნის, ნაღების, მოხარშული (შეგიძლიათ დარჩენილი კვერცხის გულებით მოამზადოთ)... და მორთეთ თქვენი ფანტაზიით.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, მზარეული, რეცეპტი, mzareuli, რეცეპტები, kulinaria, recepti, samzareulo, receptebi, სამზარეულო ნანახია: 1792 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]