Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

უგემრიელესი ჩიზქეიქი გამოცხობის გარეშე / ugemrielesi chizqeiqi gamockhobis gareshe
2015-04-20, 4:32 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ფხვიერი ნამცხვარი ("პეჩენია") - 300 გრ
კარაქი - 100 გრ
არაჟანი - 450 გრ
შესქელებული რძე - 1 ქილა
ჟელატინი - 10 გრ
ხილი

მომზადების წესი:
საშუალო ზომის ფორმას ჩააფინეთ ძირში პერგამენტის ქაღალდი. ნამცხვარი დაფხვენით და შეურიეთ გამდნარი კარაქი. ჩატკეპნეთ ფორმის ძირში და შედგით მაცივარში 30 წუთით.
ამასობაში შესქელებული რძე და არაჟანი ათქვიფეთ. გემოვნების მიხედვით შესქელებული რძე შეგიძლიათ მეტი ან ნაკლები დაამატოთ. ჟელატინი დაალბეთ ცოტა წყალში, შემდეგ გაადნეთ და შეურიეთ კრემს. გადაიტანეთ ფორმაში და შედგით მაცივარში რამდენიმე საათი. სურვილის შემთხვევაში, კრემში დაამატეთ კენკრა ან ნებისმიერი სასურველი ხილი.
ზემოდან გააფორმეთ სურვილის მიხედვით, შოკოლადით, ხილით და ა.შ.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, მზარეული, რეცეპტი, mzareuli, რეცეპტები, kulinaria, recepti, samzareulo, receptebi, სამზარეულო ნანახია: 3519 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 3.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]