Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

გემრიელი ნარინჯისფერი სუპი პურის ფიალებში / gemrieli narinjisferi supi puris fialebshi
2015-04-11, 0:01 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
გოგრის რბილობი - 300 გრ
ტკბილი წიწაკა, ნარინჯისფერი - 1
ტკბილი წიწაკა, წითელი - 1
სტაფილო - 2-3
ხახვი - 2-3 თავი
დაფქული ჯანჯაფილი - დანის წვერით
დაფქული მიხაკი - დანის წვერით
მანდარინის ცედრა - 1 ს.კ.
ზეითუნის ზეთი - 2 ს.კ.
მარილი და პილპილი

მომზადების წესი:
პურის ფიალები შეგიძლიათ წინასწარაც გამოაცხოთ ჩვეულებრივი საფუვრიანი ცომით. უკეთესია თუ რამდენიმე სახეობის ფქვილს შეურევთ ( ხორბლის, ჭვავის, შვრიის). აიღეთ ჩვეულებრივი მინის ან კერამიკის ფიალები, შემოახვიეთ ფოლგა, წაუსვით ცხიმი და გადააფარეთ ცომი, როგორც ფოტოზეა მოცემული. გამოაცხეთ 190 გრადუსზე დაახლოებით 20-25 წუთი.

მოამზადეთ სუპი: გოგრა, სტაფილო, წიწაკა დაჭერით კუბებად და მოშუშეთ 1 ს.კ ზეითუნის ზეთში. დაასხით 2 ჭიქა წყალი და მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე.
შემდეგ დაამატეთ მანდარინის ცედრა, სუნელები და ბლენდერის დახმარებით პიურედ აქციეთ.
ხახვი დაჭერით ნახევარრგოლებად და მოშუშეთ 1 კოვზ ზეთთან ერთად. ჩაამატეთ სუპში და მოურიეთ. თუ დიდი ხახვის ნაჭრები არ გიზიდავთ, მაშინ ისიც დააბლენდერეთ. დაამატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
ამოიღეთ ცხელი წვნიანი პურის თეფშებზე და მიირთვით.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, მზარეული, რეცეპტი, mzareuli, რეცეპტები, kulinaria, recepti, samzareulo, receptebi, სამზარეულო ნანახია: 1280 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]