Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

გემრიელი ვანილიანი მაგიური ნამცხვარი / gemrieli vaniliani magiuri namckhvari
2015-04-11, 1:16 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
კვერცხი 4
წყალი 1 ს.კ
შაქარი 150 გრ
გამდნარი კარაქი 125 გრ
ფქვილი 115 გრ
რძე 500 გრ
ვანილის ექსტრაქტი 2 ჩ.კ. (ან 2 პაკეტი ვანილინი)
შაქრის პუდრი

მომზადების წესი:
ეს უჩვეულო ნამცხვარი, რომელიც Magic Custard Cake-ის სახელითაა ცნობილი, ცხობისას სამ შრეს იკეთებს: ზედა ფენა ნაზ ბისკვიტს მოგაგონებთ, ქვედა ფენა ტარტის ძირს წააგავს, ხოლო გულში მოხარშული კრემის კონსისტენციას ინარჩუნებს.

კვერცხის გული და ცილა გააცალკევეთ. ცილისგან ათქვიფეთ ბეზე. გულები და შაქარი ცალკე ათქვიფეთ გათეთრებამდე. დაამატეთ წყალი, კარაქი, ვანილი და განაგრძეთ თქვეფა, შემდეგ დაამატეთ ფქვილი და კვლავ ათვიფეთ. ბოლოს რძე შეურიეთ. მიღებულ თხელ ცომს მიქსერის გარეშე შეურიეთ ცილა. ცომი საკმაოდ თხელია.
20-22 სმ დიამეტრის ფორმას ძირში წაუსვით ცხიმი ან დააფინეთ ქაღალდი და ჩაასხით ცომი. გამოაცხვეთ 160 გრადუსზე დაახლოებით 1 საათი ან სანამ ზედაპირი მსუბუქ ოქროსფერს არ მიიღებს. ღუმელიდან გამოღების შემდეგ ჯერ ფორმაშივე გააგრილეთ. შემდეგ მთლიანად გააცივეთ 3-4 საათი მაინც, მოაყარეთ შაქრის პუდრი და მხოლოდ ამის შემდეგ დაჭერით. უხდება ხილი, განსაკუთრებით კენკრა.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, მზარეული, რეცეპტი, mzareuli, რეცეპტები, kulinaria, recepti, samzareulo, receptebi, სამზარეულო ნანახია: 1450 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]