Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ომლეტი ჭიქაში - ზარმაცების რეცეპტი / omleti chiqashi - zarmacebis recepti
2015-04-11, 2:17 PM
www.auf.ge -

მოგშივდათ, მაგრამ მზად არაფერი გაქვთ და მომზადებაც გეზარებათ? - რა თქმა უნდა, ამ დროს სწრაფი კვების ობიექტიდან რომელიმე მავნე პროდუქტის, ტკბილეულის, პურ-ფუნთუშეულის ჭამა უფრო ადვილია.
მაგრამ რატომ უნდა გაიფუჭოთ ჯანმრთელობა მსგავსი არაჯანსაღი საკვების მიღებით, როცა შეგიძლიათ თვალის დახამხამებაში მოამზადოთ სასარგებლო და ამავდროულად, უგემრიელესი საჭმელი?!

თქვენ შეგიძლიათ უსწრაფესად გამოაცხოთ ომლეტი მიკროტალღურ ღუმელში. ამისთვის კი დაგჭირდებათ პროდუქტების მინიმუმი და მხოლოდ ფინჯანი. 3 წუთში თქვენ მოამზადებთ გასაოცარ კერძს კვერცხით, ყველით, ბოსტნეულითა და მწვანილით. პროდუქტების კომბინაცია შეიძლება უფრო მრავალფეროვანიც იყოს. და არანაირი ზედმეტი ჭურჭელი და ფუჭი ფაციფუცი.

მაშ ასე, თუ თქვენ გადაწყვიტეთ, მოამზადოთ ეს გადასარევი კერძი - ომლეტი ფინჯანში - თქვენ დაგჭირდებათ:

1 ჩაის კოვზი კარაქი;
1 კვერცხი;
1-2 სუფრის კოვზი რძე;
2 სუფრის კოვზი გახეხილი ყველი;
მწიკვი მარილი და წიწაკა;
პურის ნაჭერი;
ბოსტნეული და მწვანილი თქვენი შეხედულების მიხედვით (შეგიძლიათ დაუმატოთ პომიდორი, ბულგარული წიწაკა, სალათის ფოთლები, სტაფილო, ხოლო ხორცის მოყვარულებმა შეგიძლიათ დაჭრათ ის პატარა კუბიკებად და ასევე ჩართოთ რეცეპტში).

მომზადება:

1. ჩადეთ 1 კოვზი კარაქი ფინჯანში და შედგით მიკროტალღურ ღუმელში 10 წამით. გამდნარ კარაქს დაუმატეთ კარგად ათქვეფილი კვერცხი. ჩაასხით რძე, დაუმატეთ ყველი, მარილი, წიწაკა, დაჭრილი მწვანილი, ბოსტნეულის ნაჭრები.

2. დაანამცეცეთ პურის ნაჭერი და ასევე დაუმატეთ ფინჯანში მოთავსებულ მასას. პური შეკრავს მას და ფორმას მისცემს.

3. გამოაცხვეთ ეს უცნაური ნამცხვარი 3-3,5 წუთის განმავლობაში.

4. და ყველაზე ამაღელვებელი და სასიხარულო მომენტი! - გამოიღეთ ფინჯანი მიკროტალღური ღუმელიდან და გადმოაპირქვავეთ თეფშზე. იგი ადვილად მოსცილდება ფინჯნის კედლებს და ფორმასაც არ დაკარგავს. ვუალა!

როგორც ხედავთ, თქვენ უაღრესად სწრაფად და მარტივად მოამზადეთ არაჩვეულებრივი წასახემსებელი კერძი. ყოველთვის გაგახსენდებათ იგი, როცა სული წაგძლევთ შოკოლადის ან რაიმე სხვა ტკბილეულის მიმართ. ისინიც კი, ვისაც სადილების მომზადება არ უყვარს, აღტაცებულნი არიან ამ მარტივი და გემრიელი რეცეპტით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, მზარეული, რეცეპტი, mzareuli, რეცეპტები, kulinaria, recepti, samzareulo, receptebi, სამზარეულო ნანახია: 1464 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]