Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

უგემრიელესი პელმენები ქოთანში / ugemrielesi pelmenebi qotanshi
2015-04-29, 10:12 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
პელმენები - 300 გრ
ხახვი - 1 თავი
სტაფილო - 50 გრ
კარტოფილი - 50 გრ
დაფნის ფოთოლი
მარილი და პილპილი
კარაქი

მომზადების წესი:
მოამზადეთ ბულიონი: 500 მლ წყალი წამოადუღეთ, დაამატეთ სტაფილო, ხახვი, დაფნა, კარტოფილი, პილპილის მარცვლები და ხარშეთ 20 წუთი. შეგიძლიათ დაამატოთ ოხრახუშის ღერებიც.
პელმენები შეწვით ტაფაზე კააქში ან ზეთში. თუ გაყინულია, წინასწარ გალღვობა არ სჭირდება. გადაიტანეთ ქოთანში. დაამატეთ ბულიონიდან ამოღებული დაჭრილი სტაფილო და კარტოფილი. შემდეგ დაასხით იმდენი ცხელი ბულიონი, რომ ოდნავ დაფაროს პელმენები. შედგით ღუმელში 200 გრადუსზე. ბულიონის წამოდუღებიდან 10 წუთში ღუმელი გამორთეთ, ხოლო კიდევ 10 წუთის შემდეგ შეგიძლიათ ქოთანი გამოიღოთ.
შეგიძლიათ დაამატოთ მწვანილი ან არაჟანი. მიირთვით მაშივვე, ცხლად.

პელმენების მომზადება შეიძლება ამგვარადაც: 5 წუთი ხარშეთ, შემდეგ გადაიტანეთ ქოთანში კარაქთან ერთად, მოასხით არაჟანი და ყველი ან სოკო არაჟნით და მოამზადეთ ღუმელში 15 წუთი.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: რეცეპტი, მზარეული, კულინარია, mzareuli, recepti, kulinaria, რეცეპტები, samzareulo, receptebi, სამზარეულო ნანახია: 1982 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]